workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – ყველაზე ბრძოლისუნარიანი გუნდი ლა ლიგაში

“ბარსელონა” – ყველაზე ბრძოლისუნარიანი გუნდი ლა ლიგაში

“ბარსელონამ” “სევილიას” წინააღმდეგ გამართულ დრამატულ შეხვედრაში ქულა მოიპოვა. 88-ე და 89-ე წუთებზე გატანილი გოლების წყალობით გუნდმა წაუგებელი სერია გააგრძელა. მიმდინარე სეზონში კატალონიელებმა ცხრაჯერ შეძლეს იმ მატჩის გადარჩენა, რომელშიც მარცხდებოდნენ.

“ხეტაფე” 1:2 “ბარსა”

“ატლეტიკო” 1:1 “ბარსა”

“ვალენსია” 1:1 “ბარსა”

“რეალ სოსიედადი” 2:4 “ბარსა”

“ესპანიოლი” 1:1 “ბარსა”

“სევილია” 2:2 “ბარსა”

“ბარსა” 2:2 “სელტა”

“ბარსა” 2:1 “ალავესი”

“ბარსა” 6:1 “ჟირონა”

ზემოთ ჩამოთვლილი შეხვედრების ბომბარდირები ლუის სუარესი (8 გოლი) და ლიონელ მესი (6 გოლი) არიან. 31 მარტს, “სევილიას” წინააღმდეგ, ურუგვაელმა ფორვარდმა 88-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, რამდენიმე წამის შემდეგ კი წონასწორობა გუნდის არგენტინელმა ლიდერმა აღადგინა და გუნდის დაუმარცხებელი სვლა განაგრძო.

ცხრა “ქამბექმა” “ბარსას” 17 ქულა მოუტანა. ერნესტო ვალვერდეს კოლექტივი სატურნირო ცხრილის ლიდერია და გუნდს უახლოეს მდევართან 9-ქულიანი უპირატესობა აქვს.

“ბარსელონა” მატჩის ბოლო 20 წუთში გატანილი გოლების რაოდენობით ლა ლიგაში საუკეთესოა. შეხვედრის მიწურულს მეტოქის კარის აღება კატალონიელებმა 26-ჯერ მოახერხეს. წარმოგიდგენთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებმაც ბოლო წუთებში გამოიჩინეს თავი: ლეო მესი (8), ლუის სუარესი (8), პაულინიო (5), ჟერარ პიკე (2), ჟორდი ალბა (2), ალეიშ ვიდალი (1).

ამავდროულად, “ბარსელონა” არის გუნდი, რომელმაც ბოლო 20 წუთში ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა – 1.

ასეთი სტატისტიკა “ბარსელონას” ბრძოლისუნარიანობაზე მიუთითებს. გუნდი თითოეულ შეხვედრაში უკანასკნელ წუთამდე ცდილობს სასურველი შედეგის დაფიქსირებას. აქედან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ერნესტო ვალვერდეს შეგირდები ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში არ აგებენ და ტიტულს უახლოვდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Don vinton
    schedule 02 აპრ 2018, 14:50
    #4

    ციტატა: nika 54

    ციტატა: Don vinton
    გუნდი გადაღლილია უკვე ეტყობა როტაციაა საჭირო მარაბვალბერდე არ აკეთებს ამას…რობერტო ,პიკე,უმტიტი,ალბა ,ბუსკეცი,რაკეტა,სუა,მესი შეუცვლელად თამაშობენ.რომას შემდეგ უნდა დაასვენოს სასტავი

    და რა ქნას ვალვერდემ, გუშინწინ უნდოდა მესის დასვენება მაგრამ, კინაღამ წავაგეთ, არ გამოეყვანა ლეო?


    სევილია სხვაა და ლეგანესი ალავესი ხეტაფე დეპორტივო და ეგეთი კლუბები სხვა ,რაც სეზონი დაიწყო ერთხელ არ გაუკეთებია როტაცია მთლიანი სასტავის

  • nika 54
    schedule 02 აპრ 2018, 10:11
    #3

    ციტატა: Don vinton
    გუნდი გადაღლილია უკვე ეტყობა როტაციაა საჭირო მარაბვალბერდე არ აკეთებს ამას…რობერტო ,პიკე,უმტიტი,ალბა ,ბუსკეცი,რაკეტა,სუა,მესი შეუცვლელად თამაშობენ.რომას შემდეგ უნდა დაასვენოს სასტავი

    და რა ქნას ვალვერდემ, გუშინწინ უნდოდა მესის დასვენება მაგრამ, კინაღამ წავაგეთ, არ გამოეყვანა ლეო?

  • Don vinton
    schedule 02 აპრ 2018, 03:03
    #2

    გუნდი გადაღლილია უკვე ეტყობა როტაციაა საჭირო მარაბვალბერდე არ აკეთებს ამას…რობერტო ,პიკე,უმტიტი,ალბა ,ბუსკეცი,რაკეტა,სუა,მესი შეუცვლელად თამაშობენ.რომას შემდეგ უნდა დაასვენოს სასტავი

  • messi and iniesta
    schedule 02 აპრ 2018, 02:24
    #1

    იდიალური გუნდი ასეთი უნდა იყოს და ვართ კიდევაც