workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მე – 17 დებიუტანტი

მე – 17 დებიუტანტი

მარტინ მონტოიას დებიუტი პირველ გუნდში წინა თამაშში შედგა “მალიორკას” წინააღმდეგ. მან მოედანზე 7 წუთი დაჰყო. ეს გვარდიოლასთვის მე–17 დებიუტანტი აღმოჩნდა. 

გვარდიოლა გუნდის მთავარ მწვრთნელად 2008/09 სეზონში დაინიშნა, მან 2 წელიწად ნახევარში 17 ფეხბურთელის გამოცდა მოასწრო მეორე გუნდიდან, მათი სია ასე გამოიყურება: მინიო, მონტოია, ბარტრა, ფონტასი, სერხი გომესი, მუნიესტა, დოს სანტოსი, ტიაგო, რომეუ, სერხი რობერო, სორიანი, ნოლიტო. აღსანიშნავია, რომ ეს 12 –ვე ფეხბურთელი “ბარსელონას” ღირსებას იცავს ამჟამადაც, ამას ემატება კიდევ 4 ფეხბურთელი: გაი, აბრაჰამი, ბოტია და ჩავი ტორესი. ამ ფეხბურთელებმა დატოვეს კატალონიურ კლუბი.

აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალიდან ყველაზე წარმატებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ ტიაგო ალკანტარა, თუკი რომელიმე ფეხბურთელს ტრავმა აქვს, “ბარსელონას” 30– ე ნომერი აუცილებლად ხვდება განაცხადში, მაგრამ ფეხბურთელების ტრავმების გარეშეც ალკანტარა ხვდება განაცხადში და ხშირ შემთხვევაში მატჩის ბოლო წუთებზე შედის მოედანზე. 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში