სევილია – ბარსელონა: იცით თუ არა რომ…

სევილია – ბარსელონა: იცით თუ არა რომ…

დღეს, 31 მარტს, ლა ლიგის 29-ე ტურში “რამონ სანჩეს პისხუანზე” “ბარსელონა” “სევილიას” ესტუმრება. წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამ გუნდების დაპირისპირების შესახებ.

  • თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ბარსელონა” ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების ცალსახა ფავორიტია. “სევილიას” მიზანი ერნესტო ვალვერდეს კოლექტივის წაუგებელი სერიის შეწყვეტა იქნება, რომელიც 29 შეხვედრას ითვლის.
  • მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ერთმანეთის წინაამღდეგ მინიმუმ ერთხელ კვლავ ითამაშებენ. “სევილია”-“ბარსელონას” დაპირისპირება 21 აპრილს, სამეფო თასის ფინალში შედგება.
  • ესპანეთის ჩემპიონატში განცდილი ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ (“ვალენსია”, “ლეგანესი”) “სევილია” სამი ქულის მოპოვებასა და მეხუთე ადგილზე მყოფ “ვილიარეალზე” ზეწოლის მოხდენას შეეცდება, რომელიც ანდალუსიურ კლუბს მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. “ბარსელონას” დღევანდელი მეტოქის აქტივში 14 გამარჯვება, 3 ფრე და 12 წაგებაა. მას 2 ქულით ჩამორჩებიან “ჟირონა” და “ბეტისი”.
  • დაუმარცხებელი ლიდერები ჩავარდნის მინიშნებას არ იძლევიან (75 ქულა, 23 გამარჯვება, 6 ფრე). ერნესტო ვალვერდეს შეგირდები უახლოეს მდევარს 11 ქულით უსწრებენ და “სანჩეს პისხუანზე” გამარჯვებით ისინი უზარმაზარ ნაბიჯს გადადგამენ ქვეყნის ჩემპიონატის 25-ედ მოგებისკენ. ყველა ტურნირზე “ბლაუგრანას” ჯერჯერობით, 4-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს და ამ შეხვედრებში მათ 8 გოლი გაიტანეს (0 გაშვებული).
  • “ბარსას” “სევილიას” წინააღმდეგ 7-მატჩიანი გამარჯვებათა სერია აქვს. ამ ორ გუნდს ერთმანეთის წინააღმდეგ 147-ჯერ უთამაშია. “ბლაუგრანას” ანგარიშზე 80 მოგება, 31 ფრე და 36 წაგებაა. ანდალუსიელებმა კატალონიელებს ბოლოს 2015 წლის ოქტომბერში სძლიეს.
  • კატალონიელთა ურუგვაელმა ფორვარდმა, ლუის სუარესმა (21 გოლი, 6 ასისტი) ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ გასვლით შეხვედრებში 12-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.
  • ლა ლიგაში “სევილიას” ბომბარდირი ლუის მურიელია (სარაბიასთან) ერთად, რომელსაც 6 გოლი აქვს გატანილი.
  • “ბარსამ” 29 მატჩში მხოლოდ 13 გოლი გაუშვა – ისტორიაში საუკეთესო შედეგი ტურნირის ამ ეტაპზე.

ბარსამანიაზე აგრეთვე შეგიძლია იხილოთ დღევანდელი შეხვედრის სტატისტიკური პრევიუც.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 01 აპრ 2018, 16:37
    #3

    მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ერთმანეთის წინაამღდეგ მინიმუმ ერთხელ კვლავ ითამაშებენ. “სევილია”-“ბარსელონას” დაპირისპირება 21 აპრილს, სამეფო თასის ფინალში შედგება.

    და რატომ ერთხელ? მე მგონი დღეის გარდა კიდევ მინიმუმ ორჯერ შეხვდებიან.
    არა აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს 21 აპრილს, იმიტომ რო ბარსა ჩემპიონი იქნება და სევილია თასის ფინალისტი(ყველა ვარიანტში თასს აიღებს თუ არა) და შესაბამისად აგვისტოში ესპანეთის სუპერთასზე ორ მატჩს გამართავენ.

    ციტატა: nika 54
    მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ერთმანეთის წინაამღდეგ მინიმუმ ერთხელ კვლავ ითამაშებენ. “სევილია”-“ბარსელონას” დაპირისპირება 21 აპრილს, სამეფო თასის ფინალში შედგება.

    და რატომ ერთხელ? მე მგონი დღეის გარდა კიდევ მინიმუმ ორჯერ შეხვდებიან.
    არა აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს 21 აპრილს, იმიტომ რო ბარსა ჩემპიონი იქნება და სევილია თასის ფინალისტი(ყველა ვარიანტში თასს აიღებს თუ არა) და შესაბამისად აგვისტოში ესპანეთის სუპერთასზე ორ მატჩს გამართავენ.


    უფრო სწორედ დღეის გარდა კიდეც 3 ჯერ….

  • messi and iniesta
    schedule 31 მარ 2018, 22:04
    #2

    ინის გოლი მინდა და ჰეთრიკი მესის

  • ბარბარე
    schedule 31 მარ 2018, 21:50
    #1

    ბარსა დღესაც მოიგებს და რადგან მესი მოედანზეა არ დაუშვებს ბარსელონამ წააგოს