“რომას” დირექტორმა, მონჩიმ დაადასტურა, რომ “ბარსელონა” იტალიური კლუბის ამომავალი ვარსკვლავის, ჯენგიზ უნდერის მიმართ ინტერესს გამოხატავს.
“უნდერის აგენტს “ბარსელონასთან” კონტაქტი აქვს, ეს სიმართლეა. მან შემატყობინა, რომ კატალონიელთა მხრიდან სერიოზული დაინტერესებაა. ოფიციალური შემოთავაზება ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ თუ ეს მოხდა, გასაკვირი არ იქნება – ჯენგიზი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც საკმაოდ ბევრ გოლს იტანს.
ჩვენს გეგმებში შედის, რომ უნდერი “რომასთვის” უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდეს. მას ამის მონაცემები აქვს”. – განაცხადა მონჩიმ.




ამის თამასებს რომ უყურებ მინდა რომ დღესვე გადმოვიდეს
რა ამპლუაზე თამაშობს?