გთავაზობთ გუშინდელ მატჩში მომხდარ საინტერესო ფაქტებს, რომელზეც ყურადღების გამახვილება.
► გვარდიოლას გუნდი 19 მატჩია ზედიზედ გასვლაზე არ დამარცხებულია “ლა ლიგაში”, ბოლოს წინა სეზონში დამარცხდა “ატლეტიკოსთან” 2:1 14 თებერვალს. ეს არის რეკორდი, რომელიც 79/80 სეზონში იქნა დამყარებული “რეალ სოსიედადის” მიერ.
►აბიდალი ბურთის ართმევაში იყო საუკეთესო, მან 15– ჯერ შეძლო და მეტოქეს ბურთი აართვა.
► ჩავის არყოფნაში გუნდს ინიესტა და ბუსკეტსი დირიჟორობდნენ, მათ ერთად 200 – ზე მეტი ზუსტი გადაცემა გააკეთეს.
► პინტო კვლავ შეუდარებელი იყო “მალიორკას” წინააღმდეგ, მან შეძლო და მშრალად შეინახა თავისი კარი.
►მარტინ მონტოიას დებიუტი გუშინ შედგა, მან 7 წუთი დაჰყო მოედანზე, მან ერთხელ მეტოქეს აართვა ბურთი, 3– ჯერ ზუსტი გადაცემა გააკეთა და ერთხელაც მასზე დაჯარიმდნენ ლაუდრუპის შეგირდები.
► ინიესტა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც 25– ვე მატჩში მონაწილეობა აქვს მიღებული ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში.