workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” დე ვრეისთვის ბრძოლაში ჩაერთო

“ბარსელონა” დე ვრეისთვის ბრძოლაში ჩაერთო

“ლაციოს” ცენტრალური მცველი, სტეფან დე ვრეი, შესაძლოა, ზაფხულში “ბარსელონაში” გადავიდეს.

როგორც Football Italia იტყობინება La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით, კატალონიურმა გრანდმა 26 წლის მოთამაშეს წინადადებით მიმართა.

ამ მომენტისთვის, ჰოლანდიელი მცველი, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება, თავის მომავალზე ფიქრობს.

დე ვრეისთვის ასევე მილანის “ინტერიც” იბრძვის. მოთამაშის არჩევანი მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, მოხვდებიან თუ არა მილანელები შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • Lasha20052005
    schedule 24 მარ 2018, 20:34

    აუ არ გვინდა ამდენი მცველი

  • Don_Andresito
    schedule 24 მარ 2018, 15:29

    ციტატა: messi and iniesta
    არა მგონია გამოგვადგეს არ არის ბარსას დონის


    აშკარად არ გაქვს ამის თამაშები ნანახი. ტოპ მცველია თან უფასოდ

  • messi and iniesta
    schedule 24 მარ 2018, 15:28

    არა მგონია გამოგვადგეს არ არის ბარსას დონის