“ბილბაოსთან” შეხვედრას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, 84 053 გულშემატკივარი დაესწრო. ეს, მიმდინარე სეზონში “კამპ ნოუს” მეოთხე, ლა ლიგაში კი მესამე საუკეთესო შედეგია.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი “ჩელსისთან” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში დაფიქსირდა (97 ათასი) გულშემატკივარი, ამის შემდეგ “ატლეტიკოსთან” შეხვედრა მოდის (90 356 გულშემატკივარი), შემდეგ კი “ჟირონასთან” კატალონიური დერბი (85 417). აქ არ ითვლება აგვისტოში გამართული ესპანეთის სუპერ თასის დაპირისპირება, რომლის მიმდინარეობისას ტრიბუნებზე 89 ათასი მაყურებელი იყო.



აი ეს მომენტი მაგარი იყო თუ არ ვცდები პაუმ დაუხატა მაგარი პასი. რო შეეგდო მაგარი გოლი იქნებოდა.
მაგარი ქომაგობა იყო მართლა
მაგარია როცა ასეთი მხარდაჭერაა