გთავაზობთ კატალონიური სპორტული პრესის 17 მარტის ნომრების მიმოხილვებს.
MD: სასურველი “რომა”
რომაელები “ბარსელონას” მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან და მათი ერთადერთი უპირატესობა იტალიაში გასამართი საპასუხო შეხვედრა იქნება.
“ბლაუგრანას” 2015-16 წლების სეზონში გამართული დაპირისპირება ახსოვს.
ბოლოს, როცა “ბარსა” და “რომა” ერთმანეთს შეხვდნენ, მესიმ დუბლი გაიფორმა.
Sport: “კანფეტი”
“ბარსას” წილისყრაზე ბედმა გაუღიმა და ახლა გუნდი ტრიპლეტზე ოცნებობს.
“ლურჯ-ბროწეულისფრებს” მეოთხედფინალში სასურველი მეტოქე შეხვდებათ.
გუნდს მორიგი ისტორიული სეზონის ჩატარება შეუძლია – თითქმის მოპოვებული ლა ლიგა და სამეფო თასის ფინალი.
მესი: “ახლა ნაკლებად ეგოისტი ვარ”.
სერჟი რობერტო კვლავ “ფურია როხას” განაცხადს მიღმა.



:დდ
ჩელსი ამოვტენეთ და რომას წარმომიდგენია რას ვუზამთ.ჩელსი რომ უფრო დძლიერია ყველამ იცის
რობერტოს თუ არ მიიწვევდა ესპანეთის ნაკრები არ მეგონა
რომამ რომ გამოაგდოს ბარსა ვალვერდეს გინება იქნება რაღაც ხელოვნებამდე აყვანილი