კატალონიის სუპერ თასზე “ბარსელონას” ძირითად გუნდში ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელის, მარკუს მაკგუეინის დებიუტი შედგა. ის მოედანზე ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, კარლეს ალენიას ნაცვლად გამოვიდა.
“არსენალში” სათამაშო დროის ნაკლებობას განვიცდიდი. ვარჯიში ყოველთვის კარგია, მაგრამ ერთ ადგილას გაჩერება არ მსურდა და ნაბიჯის წინ გადადგმა ვამჯობინე. ჩავთვალე, რომ განვითარებისთვის ეს გუნდი უნდა დამეტოვებინა.
ადრე ინგლისელები თავგადასავლების მოყვარულნი არ იყვნენ, ახლა კი შესაძლებლობებს საზღვარგარეთაც ვხედავთ. როგორც გავიგე, გარი ლინეკერის შემდეგ პირველი ვარ, ვინც “ბარსელონაში” ბრიტანეთიდან მოვიდა. კატალონიურ გუნდში თამაშობენ ფეხბურთელები, რომელთაც მთელი ჩემი ბავშვობის განმავლობაში ტელევიზორში ვუყურებდი. მომენტი, როცა გასახდელში პირველად შევედი, ძალიან ამაღელვებელი იყო. პირველად სერხიო ბუსკეტსი დავინახე, შემდეგ ფილიპე კოუტინიო, შემდეგ მესი… ისინი მომესალმნენ, კოუტინიო კი მოვიდა და მითხრა, რომ თუ რამე დამჭირდებოდა, დახმარებისთვის მზად იყო.
“ბარსელონაში” თამაში უდიდესი მიღწევაა, მაგრამ მინდა, პირველი გუნდის წევრი ვიყო და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ”. – აცხადებს მაკგუეინი.




სანსის მიცემა აუცილებელია იქნებ გაამარლოს
ამბიციაც ამას ქვია..ყოჩაღ
კაი კაცი
იმედია გაამართლებს და მისცემს დროს ვალიკო ძირითად გუნდში
ისე ამან კარგად ითამაშა? არ მიყურებია თამაშისთვის