მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” ტიტულამდე 6 საშინაო და 5 გასვლითი მატჩი აშორებს

“ბარსას” ტიტულამდე 6 საშინაო და 5 გასვლითი მატჩი აშორებს

ესპანეთის პრიმერა დივიზიონი დასკვნით ფაზას უახლოვდება, ერნესტო ვალვერდეს გუნდი კი საჩემპიონო ტიტულისკენ დაუმარცხებლად მიიწევს.

შიდა ჩემპიონატში ჩატარებული 27 შეხვედრიდან კატალონიურმა გრანდმა 21 მოიგო, 6 კი ფრედ ითამაშა. იმის გათვალისწინებით, რომ ტურნირის დარჩენილ ნაწილში “ბარსა” სერიოზულ მეტოქეთა უმეტეს ნაწილს “კამპ ნოუზე” მიიღებს, ერნესტო ვალვერდეს გუნდისთვის ისტორიული მიღწევის დაფიქსირება შეუძლებელი სულაც არ არის – საქმე ეხება ტიტულის დაუმარცხებლად მოპოვებას.

დარჩენილ 11 მატჩში “ბარსელონა” “მალაგას”, “ბილბაოს”, “სევილიას”, “ლეგანესს”, “ვალენსიას”, “სელტას”, “ვილიარეალს”, “დეპორტივოს”, “რეალს”, “ლევანტესა” და “სოსიედადს” დაუპირისპირდება. სატურნირო ცხრილის ტოპ ოთხეულის სხვა წევრთა მომდევნო შეხვედრები ზემოთ ნაჩვენებ ფოტოზეა მოცემული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • დონ პიკე
    schedule 07 მარ 2018, 09:27

    გასვლები ისეთი არაფერია რომ წარმოუდგენელი იყოს რამე,აუუუ ამათ თუ ოქროს ლა-ლიგა დადეს მერე ნახე მადრიდისტა ბენზემების გაგიჟებააააა,რას ვიღადავეებ

  • Barcelona1899
    schedule 06 მარ 2018, 21:48

    Mgoni realss chempionebis rangshi davxvdebiit

  • iniesta ts
    schedule 06 მარ 2018, 17:06

    ვალენსია სელტა ვილიარეალი გაჭირდება

  • messi and iniesta
    schedule 06 მარ 2018, 16:29

    ალიგგა უკვე მოგებულია