“ბარსელონას” უნივერსალი ფეხბურთელი, სერჟი რობერტო “ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ აცხადებს, რომ გამარჯვების მიუხედავად, ტიტულისთვის ბრძოლა არ დასრულებულა.
“ვიცოდით, რომ ეს თამაში ფინალის ტოლფასი იყო. ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, ლეოს გოლიც შესანიშნავი იყო. მეორე ნახევარში მადრიდელები პრესინგის მოხდენა დაიწყეს, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება და 3 ქულის აღება მაინც შევძელით.
8 ქულიანი უპირატესობა დამშვიდების საშუალებას გვაძლევს, თუმცა ბრძოლა საბოლოოდ ჯერ არ დასრულებულა. “ატლეტიკო” ჩვენს დევნას არ შეწყვეტს, ჩვენ კი შრომა უნდა გავაგრძელოთ და თითოეული ქულისთვის უნდა ვიბრძოლოთ”. – ციტირებს რობერტოს სიტყვებს Sport.




ფინალი მოვიგეთ და თასსაც ავწევთ
კი მაგრამ გრიზმანის 3-4 გოლი სად არის? მოიტყუა ატლეტიკოს პრეზიდენტმა?
სუფთა ნაჯახები არიან რა. ინიესტა კი არა 11 პაულინიო და გომეში უნდა ათამაშო და იქით დალეწო სათითაოდ რა. ინიესტა ჩელსისთან ძაან დაგვაკლდება ძაან.
Vamos sergi