ხერარდ პიკეს ბრენდმა “MANGO” – მ კონტრაქტი დაუდო. კონტრაქტი შემდეგს ითვალისწინებს, 2011 წლიდან მან უნდა წარადგინოს გაზაფხული – ზაფხულის კოლექცია.
“MANGO” –ს ხელმძღვანელებმა ეს გადაწყვეტილება შემდეგი კომენტარით ახსნეს. “იგი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ამის გარდა ძლიან კარგი “შოუ – მენია”. მას ძალიან კარგად გამოსდის რაიმე ბრენდის რეკლამირება, სწორედ ამიტომაც შევაჩერეთ მასზე არჩევანი.
შეგახსენებთ, რომ აქამდე კონტრაქტი ხერარდ პიკესთან კომპანია “Nike” –ს ჰქონდა, მაგრამ მათ ხელშეკრულების გაგრძელება არ ისურვეს. ახლა “ბარსელონას” 3 ნომერი უკვე სხვა ბრენდს არეკლამებს.


