მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
15 თვის შემდეგ, “ბარსამ” პირველად ვერ მოახერხა ლა ლიგაში “კამპ ნოუზე” გოლის გატანა

15 თვის შემდეგ, “ბარსამ” პირველად ვერ მოახერხა ლა ლიგაში “კამპ ნოუზე” გოლის გატანა

“ბარსელონას” და “ხეტაფეს” შეხვედრა უგოლოდ დასრულდა და ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 15 თვის განმავლობაში, როცა კატალონიელებმა ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში გოლის გატანა ვერ მოახერხეს. 

ბოლოს ასეთ შემთხვევას ადგილი 2016 წლის 19 ნოემბერს ჰქონდა. მაშინ “ბარსელონა” “მალაგას” ეთამაშებოდა და სტუმართა კიპერმა, იდრის კამენიმ კარის მშრალად შენახვა მოახერხა. იმ შეხვედრაშიც, დღევანდელის მსგავსად, საბოლოო ანგარიში 0-0 დაფიქსირდა. 

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა “ხეტაფემ” “ბარსას” “კამპ ნოუზე” გოლის გატანის საშუალება არ მისცა. ეს 2007/08 წლების სეზონშიც მოხდა. როგორც გახსოვთ, ეს ის სეზონია, როცა გუნდმა ვერცერთი ტურნირის მოგება ვერ მოახერხა, ლა ლიგაში კი ჩემპიონ “რეალს” 19 ქულით ჩამორჩა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • Guro messi
    schedule 12 თებ 2018, 18:26

    არაუშავს.ფრეც კარგია

  • davidus2020
    schedule 11 თებ 2018, 23:24

    ასეთი ტაქტიკა აქვს ვალიკოს, პირველ ტაიმში არცერთი დართყმა კარის ჩარჩოში!!!!!! გასაკვირი არა გოლი რო ვერ გავტანეთ?

  • Sergio5
    schedule 11 თებ 2018, 23:18

    მახსოვს იმ თამაშში კაცი გაუგდეს მალაგას და ძაან ბევრი მომენტი გვქონდა მარა ვერ მოვიგეთ, იმის წინ 0-0_იც მახსოვს მალაგასთან მაშინ დუგლასის დებიუტი შედგა

  • messi and iniesta
    schedule 11 თებ 2018, 22:31

    ძან ცუუდია

  • getsby
    schedule 11 თებ 2018, 22:05

    ამ დროს ეწყება ხოლმე კრიზისი ზუსტად ბარსას დასაწყისი თითქმის სულ ასეთი აქვს და ისეთ დროს გადაიღლება ხოლმე როცა ლიგაზეა სათამაშო / იმედი მაინც მაქვს და ვნახოთ რაიქნება.