“ბარსელონას” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, დღეს “ვალენსიას” წინააღმდეგ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ითამაშოს, რადგან თუ ის მსაჯისგან გაფრთხილებას მიიღებს, ფინალს გამოტოვებს (რა თქმა უნდა, თუ “ბარსა” ორი მატჩის ჯამში მეტოქეს აჯობებს).
სუარესს ამ სეზონში კოპა დელ რეის მატჩებში უკვე 2 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული და კიდევ ერთი დისკვალიფიკაციის მისაღებად საკმარისი იქნება. ანალოგიურ მდგომარეობაშია ჟორდი ალბაც.
აღსანიშნავია, რომ სუარესმა ესპანეთის თასზე 3 გაფრთხილება წინა სეზონშიც მიიღო და ფინალში ვერ ითამაშა.

არცერთმა არ უნდა მიიღოს ყვითელი
ორივე საჭიროა ფინალისთვის უნდა გაფრთხილდნენ!!!
70 ათი წუთი ვათამაშოთ მერე დავასვენოთ არა
Meti raundaa msajobas uceb gaayvitleben