workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკეს ბაბუა: ჟერარი 8-10 დღეში დაბრუნდება

პიკეს ბაბუა: ჟერარი 8-10 დღეში დაბრუნდება

ამადორ ბერნაბეუ – “ბარსელონას” ყოფილი დირექტორი, კატალონიური კლუბის წარმომადგენელი UEFA-ში და ჟერარ პიკე ბერნაბეუს ბაბუა, შვილიშვილის ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

პიკემ ტრავმა “ესპანიოლთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. თავდაპირველი ინფორმაციით, მას ერთი თვე გაუცდებოდა. შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ დაზიანება გაცილებით მსუბუქია.

“ბარსელონას” ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია, ფეხბურთელის ბაბუა კი აცხადებს, რომ ჟერარი 8-10 დღეში დაბრუნდება.

“ჟერარი მიღებულ ტრავმას მკურნალობს. ის 8-10 დღეში მზად იქნება. მას “ვალენსიასთან” თამაში უნდოდა, მაგრამ ვფიქრობ, დასვენება მოუწევს.” – ციტირებს ამადორ ბერნაბეუს სიტყვებს Sport.

ამადორ ბერნაბეუმ კომენტარი ხავიერ ტებასის სიტყვებსა და მისი შვილის შესაძლო გაპრეზიდენტებაზეც გააკეთა: “ხავიერ ტებასის კომენტარი არ ვიცი და ამაზე არც ვღელავ. პიკე კი “ბარსელონას” განსაკუთრებული პრეზიდენტი იქნება.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • kortoxa23
    schedule 07 თებ 2018, 22:12

    ჩელსისთან საჭიროა პიკე, იმედია სრულ მზადყოფნაში იქნება, რთული მატჩი უნდა გამოდგეს განსაკუთრებით სტემფორდ ბრიჯზე, ორი მატჩის ჯამში 4-1 ან 3-1 დავამარცხებთ

  • nika 54
    schedule 07 თებ 2018, 18:36

    ციტატა: •FCB-G.R•
    სანტიაგო ბერნაბეუ ამის ბაბუის სახელობის არაა ?


    ამადორ ბერნაბეუ, როგორ არის სანტიაგო ბერნაბეუ?
    ან რეალის სტადიონს როგორ დაარქმევენ ბარსას დირექტორის სახელს?

  • messi and iniesta
    schedule 07 თებ 2018, 16:39

    ძან ბევრია 8-10 დღე

  • philippecoutinho
    schedule 07 თებ 2018, 16:12

    ციტატა: •FCB-G.R•
    სანტიაგო ბერნაბეუ ამის ბაბუის სახელობის არაა ?


    აი მესმის ფეხბურთის ისტორია არ იცი, მაგრამ ლოგიკა მაინც ხო უნდა გქონდეს ადამიანს?? სანტიაგო ბერნაბეუ ქვია რეალის ყოფილი ფეხბურთელის, მწვრთნელის და მომავალში პრეზიდენტის საპატივცემულოდ და ყურადღებით თუ წაიკითხავ პიკეს ბაბუას ამადორი ქვია, აი რანაირად იქნება პიკეს ბაბუის სახელობის? მცირეოდენი ლოგიკაც არ გაქ კაცო??

  • Puyol5
    schedule 07 თებ 2018, 15:35

    სანტიაგო ბერნაბეუ ამის ბაბუის სახელობის არაა ?