“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ თავის ახალ პარტნიორებზე ისაუბრა. 25 წლის ბრაზილიელი იმედოვნებს, რომ კატალონიური კლუბის ლეგენდების გვერდით გაუმჯობესდება.
“ანდრესის, ლეოს, ლუისის, სერხიო ბუსკეტსისა და დანარჩენების ირგვლივ ყოფნა საოცარი შეგრძნებაა. გასახდელში იმ ფეხბურთელებთან ერთად შევდივარ, რომლებსაც ადრე ტელეეკრანებსა თუ PlayStation-ში ვხედავდი.
ინიესტა გენიოსია და ჩემთვის, მისგან სწავლა დიდი პატივია. აქ მოვედი, რათა დიდებული ფეხბურთელების გვერდით მიღებული გამოცდილებით საკუთარი ისტორია დავწერო.
როგორც ყველა დანარჩენი, მეც ვფიქრობ, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესოა. არგენტინელს ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია და ეს დაუჯერებელია. ლუისი ინგლისში გავიცანი. “ბარსელონაში” გადასვლამდე მას ხშირად ვესაუბრებოდი. სუარესი ნამდვილი ვარსკვლავია.
ყოველთვის ვამბობდი რომ განვითარება, მუშაობა და სრულყოფილება მსურს. ჩემი ოცნებაა ქომაგები გავაბედნიერო, მათთვის ტიტულები მოვიგო და ფეხბურთით დავტკბე.”-ამბობს კოუტინიო Sky Sports თან ინტერვიუში.

კოუტინიო დემბელეს დაბრუნებამდე მარცხენა ვინგერად ათამაშოს ვალვერდემ
რომ გაბედოს და 4 ჯერ მაინც დაარტყას ერთ თამაშში უეჭველი შეაგდებს ერთი ორს ძაან კლასნი დარტყმა აქვს ჯარიმებიც რომ დაარტყმევინოს მესიმ ერთი ორი კარგი იქნება ცოტა გაბედულად იქნება და კოუ როცა გაბედულია იცით მგონი რეებსაც შვრება
gambedaoba iseve rogorc neimars xo kavanis ro aaaxia maganac da alveshma araminteresebs neimari daartyavso braaato da mougvara
ერთი ორი გოლი მოაპოვებინებს ნდობას გუნდელების. აი ის რო შეეგდო გაცილებით თავაწეული იქნებოდა დღეს/ არადა კარგი გაუშვა. მაგისთვისაა რო ხშირად ურტყას და არ დაკომპლექსდეს მთავარია. ამხელა იარაღი აქვს გუნდს ამის დარტყმების სახით და არ გამოყენება სისულელე იქნება. პროსტა ხო ხედავ როგორ ბაზრობს აქამდე ეგენი ფლეისთეიშენში მენახაო. ხოდა რაღაცნაირად არ თვლის თავს ამათ ტოლ სწორად და ჯერ ვერ ბედავს ბევრს. დემბოსაც იგივე ჭირს და შეიცვლება ეგ იმედია. ოღონთ გუნდელების დახმარებით
მეტი გამბედაობა ჭირდება კოუს,დავაკვირდი ჯარიმის დართყმის დროს ბურთან არც კი მიდის,არადა ყველამ ვიცით როგორ ურტყამს კოუ, გამბედაობა და სითამამე,გახდება კოუ საუკეთესო!!!
კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ზედმეტად მორცხვი. ბრაზილიელებს ეს არ ჩვევიათ როგორც წესი :დ
კოუ მესიი ინიიესტა სურო ერთად