კატალონიური დერბის წინ “ბარსელონას” და “ესპანიოლის” წარმომადგენლები, მათ შორის მთავარი მწვრთნელები ერთმანეთს შეხვდნენ, რაც კლუბებს შორის მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნების მხარდაჭერის სიმბოლოა. თუმცა, კლუბების პრეზიდენტების ტრადიციული სადილი არ გაიმართა.
როგორც ცნობილი გახდა, “ესპანიოლის” ჩინელ პრეზიდენტს, ჩენ იანშენს სხვა მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა და ბართომეუს ამის გამო ვერ შეხვდა. იანშენი, როგორც წესი, კატალონიაში დიდ დროს არ ატარებს და ის მალე სამშობლოში გაემგზავრება, “ბარსელონას” პირველი პირი კი დღევანდელ შეხვედრას დაესწრება.

ააუ რა მომხდარა