“ბარსელონას” თავდამსხმელი, ლიონელ მესი თავის უნიკალურობას ყოველდღიურად გვაჩვენებს.
არგენტინელს “ბარსას” მაისურით ამჟამად 534 გოლი აქვს გატანილი, აქედან 30 ბურთი საჯარიმო დარტყმებიდან. მას ასევე კიდევ 6 საჯარიმო აქვს გატანილი ეროვნულ ნაკრებშიც.
“ბარსას” მეორე გოლი “ალავესის” წინააღმდეგ, რომლითაც გუნდმა გამარჯვება მოიპოვა, “მკვდარ ბურთთან” მისი ზუსტი თამაშის კიდევ ერთი მაგალითი იყო. ეს მესის მერვე გოლი იყო ამ იანვარში. მთელი კარიერის განმავლობაში, არგენტინელს იანვრის თვეში 77 გოლი აქვს გატანილი.
ის საჯარიმო დარტყმებიდან, 2008 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს იტანს და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გარდა ყველა ტურნირზე გაიტანა: ესპანეთის ჩემპიონატი (21), ესპანეთის თასი (4), ჩემპიონთა ლიგა (3), ესპანეთის სუპერთასი (1) და ევროპის სუპერთასი (1).
მესის ფავორიტი “მსხვერპლი” ბილბაოს “ატლეტიკი” გახლავთ, რომლის წინააღმდეგაც მან 5 ჯარიმა გაიტანა. ყველა გოლი გორკა ირაიზოზის კარში ყოფნისას გავიდა.
ამ კონკრეტულ სიაში, მეორე ადგილს, ოთხი გაშვებული საჯარიმოთი “სევილია” იკავებს. არგენტინელმა გოლები ბეტოსა და სერხიო ალვარესს გაუტანა. მესამე ადგილზე კი, სამი გაშვებული საჯარიმოთი “ესპანიოლი” იმყოფება: მესიმ ერთი გოლი კრისტიან ალვარესს, ხოლო დანარჩენი ორი პაუ ლოპესს გაუტანა.
არგენტინის ნაკრები
მესიმ ასევე კიდევ 6 საჯარიმო გოლი არგენტინის ნაკრებშიც გაიტანა: ერთი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ნიგერიის წინააღმდეგ, ორი კოპა ამერიკაზე, პანამასა და აშშ-ს წინააღმდეგ, ხოლო სამი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, პარაგვაის, ურუგვაისა და კოლუმბიის წინააღმდეგ.
ევროპის სუპერ თასზე 2 გაიტანა თბილისში
602 მგონი
მადლობა <3
ევროპის სუპერთასზე 1 როგორ გაიტანა ?! თბილისში რო იყო ჩამოსული მარტო მაშინ გაიტანა 2 ჯარიმა ერთ თამაშში
!♥ !!!!!!!!
მესიზე რა უნდა თქვა? რო ამბობ სიტყვა მესის- ნიშნავს საუკეთესო!!!
ავტორო გადაამოწმე ევროპის სუპერთასზე მარტო თბილისში გაუტანა სევილიას 2 .
ხო რეალსაც გაუტანა კასილასი იდგა აქ არ ჩანს
რაღაც უცნაური სტატისტიკაა. ზუსტად მახსოვს რომ კასილასს გაუტანა და თბილისში სუპერთასზე 2 საჯარიმო გაიტანა!
სუპერთასზე ორი მარტო თბილიში გაიტანა დაა ერთი როგორაქვს?
602 მგონი
სულ რამდენი გოლი აქვს გატანილი კარიერაში?