“ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი მისი გუნდის პრინციპული მეტოქის, მადრიდის “რეალის” ბანაკში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.
“ეს წარუმატებლობა დროებითია. ასეთი რამ პირველად არ ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, “რეალი” ტიტულებისთვის ბოლომდე იბრძოლებს იმ ფეხბურთელების წყალობით, რომლებიც ამ კლუბის ღირსებას იცავენ.” – ციტირებს მესის სიტყვებს ფრანგული le10sport.
“რეალი”, ესპანეთის ჩემპიონატში, მე-4 ადგილს იკავებს და “ბარსელონას” 19 ქულით ჩამორჩება. მადრიდელები ესპანეთის თასიდან უკვე გამოვარდნენ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი მათ მე-2 ადგილი დაიკავეს, რის გამოც, 1/8-ფინალში “სამეფო კლუბი” “პარი სენ-ჟერმენს” შეხვდება.
იმედია 12 წელი ასეთ შედეგებს დადებს რეალი
https://m.facebook.com/FANSOFJEKA/?ref=m_notif¬if_t=feedback_reaction_generic
სურათი კარგად ასახავს იმ მდგომარეობას, რაც ახლა ხდება "ბარსელონასა" და "რეალს" შორის. არა მარტო ახლა…