“ბარსელონა” – ლა ლიგის ყველაზე მებრძოლი გუნდი

“ბარსელონა” – ლა ლიგის ყველაზე მებრძოლი გუნდი

“ბარსელონამ” მორიგი თამაში მოიგო მე-2 ტაიმის წყალობით, ამჯერად “ალავესთან”.

ერნესტო ვალვერდეს გუნდმა, იმ თამაშებში, რომლებშიც მდევრის როლში ყოფნა მოუხდა, უკვე 12 ქულა მოაგროვა, რაც პრიმერას მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგია. შეიძლება ითქვას, რომ “ბარსელონა” ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და 21 ტურის გათვალისწინებით, არანაირ სირთულეს არ უფრთხის.

პირველი ასეთი შეხვედრა “ხეტაფესთან” გასვლით მატჩში დაფიქსირდა, როდესაც მასპინძლები 39-ე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ “ბარსამ” 3 ქულა 62-ე და 84-ე წუთებზე დენის სუარესისა და პაულინიოს მიერ გატანილი გოლებით აიღო.

შემდეგ იყო “ატლეტიკოსთან” კვლავ გასვლითი შეხვედრა. მადრიდელებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს, 82-ე წუთზე კი, გუნდს ქულა ლუის სუარესმა მოუპოვა.

მორიგი შემთხვევა, როდესაც “ბარსამ” მეტოქეს ანგარიშის გახსნის საშუალება მისცა, “ვალენსიასთან” იყო. “მესტალიაზე” გამართულ მატჩში მასპინძლები მე-60 წუთზე დაწინაურდნენ, 82-ე წუთზე კი, კატალონიელებს ქულა ჟორდი ალბამ გადაურჩინა.

პირველი გუნდი, რომელმაც “კამპ ნოუზე” “ბარსას” წინააღმდეგ ანგარიში გახსნა, “სელტაა”. ვიგოელები ჯერ 1:0 იგებდნენ, შემდეგ 1:2 აგებდნენ, საბოლოოდ კი მატჩი 2:2 დასრულდა.

ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა, ალბათ, 14 იანვარს გაიმართა, როდესაც “ბარსამ” “ანოეტას” წყევლა მოხსნა. “სოსიედადთან” სტუმრად გამართული შეხვედრის 34-ე წუთზე კატალონიელები უკვე 1:2 აგებდნენ. პაულინიომ ერთ ბურთი პირველივე ტაიმში გაქვითა, შესვენების შემდეგ კი სუარესმა 2-ჯერ, ხოლო მესიმ ერთხელ გაიტანეს და “ბარსამ” 4:2 მოიგო.

ჯერჯერობით ბოლო შეხვედრა, როდესაც ვალვერდეს გუნდი მდევრის როლში იყო, “ალავესთან” დაფიქსირდა. გუიდეტის მიერ პირველ ტაიმში გატანილ გოლს მე-2 ნახევარში ლუის სუარესმა და ლიონელ მესიმ უპასუხეს და “ბარსელონამ” ლა ლიგაში ზედიზედ მე-7 თამაში მოიგო.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • messi and iniesta
    29 იან 2018, 15:02

    არა მარტო ლა ლიგის

  • დონ პიკე
    29 იან 2018, 08:37

    სწორად ცვლის რაღაცეებს ვალო და იმიტომ,ის თანაშემწე სად ყავს ნეტა?პირველ ტაიმს ტრიბუნებიდან რომ ადევნებდა ხოლმე თვაალს,აღარ მახსოვს სახელი და გვარი

  • Lasha71
    29 იან 2018, 03:35

    ვალენსიასთან და სელტასთან მსაჯმა გამარჯვების გოლები აე ჩათვალა!

  • QIROESTA
    29 იან 2018, 02:29

    იასნია

  • davidus2020
    29 იან 2018, 02:29

    მებრძოლი სული! ეს ხომ ბარსა! ასე გავაგრძელოთ და ყველაფერს მოვიგებთ