ვალვერდემ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა

ვალვერდემ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა

ერნესტო ვალვერდეს მიერ გაწვრთნილმა “ბარსელონამ”, ლა ლიგაში, მორიგი, ზედიზედ 21-ე წაუგებელი თამაში ჩაატარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვალვერდემ პეპ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა.

2009/10 წლების სეზონში, გვარდიოლას ლეგენდარულმა გუნდმა, ესპანეთის ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული, ზედიზედ 21 წაუგებელი თამაში ჩაატარა, რაც დღემდე “ბარსას” ისტორიაში საუკეთესო შედეგად ითვლებოდა. ვალვერდეს გუნდმა კი, “ალავესის” ანგარიშით 2:1 დამარცხებით, ეს მიღწევა გაიმეორა და თუ მომდევნო ტურში კატალონიელები “ესპანიოლთან” სტუმრად გასამართ დერბიში არ დამარცხდნენ, ისინი ახალ საკლუბო რეკორდს დაამყარებენ.

აღსანიშნავია, რომ გვარდიოლას გუნდმა, 21 შეხვედრიდან, 17 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა, ხოლო ვალვერდეს შეგირდებმა 18-ჯერ მოიგეს და 3-ჯერ ფრედ ითამაშეს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • edmond
    29 იან 2018, 22:40

    არამგონია ესპანიოლთან წავაგოტ

  • messi and iniesta
    29 იან 2018, 15:01

    წელს არ ვაგებთ არც ერთ თამასს

  • metreveli_FCB
    29 იან 2018, 12:11

    ციტატა: kaxikaxi
    მოიგებს ბარსა ესპანიოლთან,მეორედ იქ არ დამარცხდება,მაშინაც თასის თამაში იყო და გაიგიჟა თავი ესპანიოლმა,სულ ეგაა…მე იმას ვფიქრობ წაუგებლად თუ ჩაამთავრებენ სეზონს,მგონი ჯერ არავის გაუკეთებია ხო მსგავსი შედეგი blush


    არსენალმა მოიგო.ოქროს პრემიერ ლიგა 49 თამაში ითამაშეს წაუგებლად

  • jigliga
    29 იან 2018, 10:02

    La ligadhi ara mara arsenals aq mogebuli oqros tasi

  • kaxikaxi
    29 იან 2018, 09:42

    მოიგებს ბარსა ესპანიოლთან,მეორედ იქ არ დამარცხდება,მაშინაც თასის თამაში იყო და გაიგიჟა თავი ესპანიოლმა,სულ ეგაა…მე იმას ვფიქრობ წაუგებლად თუ ჩაამთავრებენ სეზონს,მგონი ჯერ არავის გაუკეთებია ხო მსგავსი შედეგი blush

  • დონ პიკე
    29 იან 2018, 08:39

    ვნახოთ აბა რას ვიზავთ,ესპანიოლთან გასვლა არ იქნება იოლი მარა იმედი მაქვს რომ მოვიგებთ

  • Barca_MNS
    29 იან 2018, 02:18

    არც ესპანიოლთან და არც ხეტაფესთან არუნდა წავაგოთ წეისთ …

  • gurgenidze
    29 იან 2018, 02:17

    Esoanioltan ariqneba martigi gaseirneba. Mara arunda wavagot

  • Lasha71
    29 იან 2018, 02:17

    სინამდვილეში კი მხოლოდ 1 ფრე ითამაშა, ვინაიდან სელტასთან დდა სევილიასთან აშკარა გოლი არ ჩათვალა მსაჯმა!