ორ დღეში, 26 იანვარს, “ბარსელონა” ლა ლიგის მომდევნო ტურში “ალავესს” დაუპირისპირდება. ბასკური გუნდის შემადგენლობაში “ბარსელონას” აღზრდილი, წარმოშობით მაროკოელი ფეხბურთელი, მუნირ ელ-ჰადადი თამაშობს, რომელიც კატალონიური გრანდის ძირითადი გუნდის წევრი 2014 წლიდანაა, მაგრამ სათამაშო დროის სიმცირის გამო ხშირად იჯარით სხვა კლუბებში უწევს გამოსვლა. “ბარსელონას” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ მისთვის “კამპ ნოუზე” დაბრუნება განსაკუთრებული იქნება.
“ბარსასთან” თამაში ყოველთვის გამორჩეულია. ეს არის კლუბი, რომელშიც გავიზარდე და აქ ჩემი ყოფილი თანაგუნდელები თამაშობენ. “ბარსელონასთან” ერთად მრავალი ტიტული მოვიგე და ამ გუნდის მოედანზე ხელახლა გასვლა ჩემში მოგონებებს გააღვიძებს.
რაც შეეხება “ალავესს”, ახლა საკმაოდ კარგ ფორმაში ვართ. “კამპ ნოუზე” თამაში რთულია, მაგრამ ვეცდებით, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენოთ”. – ამბობს მუნირი.

მუნირი ბარსას არ უნდა გაეშვა ბევრზე მაღლა დგას ეს ბიჭი <3
ეს ბავშვი მგონია რომ ბარსაში უნდა იყოს,ადრეც მაგ აზრზე ვიყავი და ეხლაც,სწორად განვითარების შემთხვევაში კარგად წარმოაჩენს თაავს
დენი სუარეზს სძობია