“ბარსელონას” მცველმა, ხავიერ მასკერანომ ჟერარ პიკესთან ინტერვიუში ისაუბრა, თუ როგორი გეგმებით გადავიდა ის 2010 წელს კატალონიურ კლუბში “ლივერპულიდან”.
“მე “ბარსელონაში” ბევრად უფრო დიდი ხანი ვითამაშე, ვიდრე თავდაპირველად იყო მოსალოდნელი. ვიცოდი, რომ გადავიდოდი კლუბში, რომელშიც სათამაშო პრაქტიკის მოპოვება რთული იქნებოდა. გადავედი “ბარსელონაში”, იმაზე ფიქრით, მექნებოდა თუ არა შესაძლებლობა საერთაშორისო დონეზე რაღაც მომეგო.” – განაცხადა არგენტინელმა.
შეგახსენებთ, გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მასკერანო “ბარსელონას” ხვალ დატოვებს.
კატალონიურ კლუბში 33 წლის არგენტინელმა მოთამაშემ შვიდი სეზონი გაატარა, ჩაატარა 334 ოფიციალური მატჩი, გაიტანა ერთი გოლი და მოიგო 18 ტიტული.
მოსალოდნელია, რომ ის კარიერას ჩინურ “ჰებეი ჩაინა ფორჩუნში” გააგრძელებს.




Barcac da argentinis legenda ❤
წწარმატება მასკე
სრულ ინტერვიურს თუ გვიშოვით მადლობელი დაგრჩებით <3
Aba warmatebebi. Pormashi unda shexvide maopliostvis