კარლეს პუიოლის ტრავმის მოშუშება კიდევ უფრო გაჭიანურდა. მისი დაბრუნება ახლა უკვე 1/8 ფინალური მატჩისათვის იგეგმება “კამპ ნოუზე”, რომელიც 8 მარტს გაიმართება.
კარლეს პუიოლმა უკვე სპორტდარბაზში დაიწყო ვარჯიში, მოედანზე ჯერ არ გამოსულა. მას სურს რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს და დაეხმაროს გუნდს. მაგრამ ფაქტია, რომ გუნდი არ გარისკავს კარლესთან მიმართებაში, რადგანაც შეიძლება მას ტრავმა გაუმიზეზდეს და საქმე უფრო გართულდეს. კატალონიურ რადიოში “ბარსელონას” ერთ– ერთმა მედიკოსმა განაცხადა, რომ იგი არ დაბრუნდება ისეთ შემთხევავაში თუ არ იქნება 100% – ით მზად სათამაშოდ. კლუბი არ გარისკავს მასთან მიმართებაში.
თუ როდის დაბრუნდება კარლეს პუიოლი, ეს საკითხი კვლავ აქტუალურია და ამ საკითხე ყველა მარჩიელობს.

