მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მიატოვიჩი: თუ ნეიმარი მესის შეუთანხმდა, ეს არც რონალდუსთან გაუჭირდება

მიატოვიჩი: თუ ნეიმარი მესის შეუთანხმდა, ეს არც რონალდუსთან გაუჭირდება

მადრიდის “რეალის” ყოფილი თავდამსხმელი, პრედრატ მიატოვიჩი ნეიმარ და სილვას “სამეფო კლუბში” ტრანსფერს მხარს უჭერს. ექსფორვარდი მოსალოდნელ შეთანხმებაზე საუბრისას ლეო მესის შეეხო.

“ნეიმარი მაგიური ფეხბურთელია და მე ის მომწონს. ბრაზილიელი უამრავ “რეალის” ქომაგს შეაყვარებს თავს. თუ კლუბს მისი შეძენის შანსი მიეცემა, მე პირველი ვიქნები, ვინც ტრანსფერს მხარს დაუჭერს. არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა მისი ახლო მომავალში გაფორმება.

თუ ნეიმარმა სიტუაცია “ბარსელონაში” ლიონელ მესისთან დაალაგა, ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა გაუჭირდეს მას ამის გაკეთება კრიშტიანუ რონალდუსთან “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში“-ამბობს მიატოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “ბარსელონა” გასულ ზაფხულში დატოვა და შემდეგ ის 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფრანგულ პსჟ-ს შეუერთდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (21)

  • ბათუმსკი92
    schedule 23 იან 2018, 14:16

    წასვლა უნდოდა გავიგე მარა სემედუსთან რა უნდოდა ვერგავიგე