workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” და “რეალი” ფაბიან რუისით ინტერესდებიან

“ბარსელონა” და “რეალი” ფაბიან რუისით ინტერესდებიან

“ბეტისის” ნახევარმცველი, ფაბიან რუისი “ბარსელონასა” და “რეალის” ინტერესთა სფეროში შედის, იტყობინება AS.

ესპანეთის წამყვანი კლუბები მოთამაშის ტრანსფერზე ლიდერობენ. გასულ ზაფხულს, მადრიდელებმა კატალონიელები დანი სებალიოსისთვის ბრძოლაში დაამარცხეს.

სევილიურ კლუბს 21 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება და 40 მილიონ ევრომდე გამოსასყიდი თანხის გაზრდა სურს, რომელიც ამჟამად 15 მილიონ ევროს შეადგენს. მაგრამ რუისის წარმომადგენლები კონტრაქტში 25-30 მილიონის გაწერას მოითხოვენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Don_Andresito
    schedule 19 იან 2018, 01:10
    #2

    სებალიოსი ნათელი მაგალითი იყო როგორ უნდა ახალგაზრდის განადგურება. დარწმუნებული ვარ მწარედ ნანობს, კაცმა ხან გოლი გაიტანა ხან რავი მარა 10 წუთზე მეტით არ შეუშვეს მოედანზე. ეხლა ტირის და უკან დაბრუნებას ითხოვს. ანუ კარიერა 1 წლით დაუპაუზდა. ბარსაში კიდე პაულინიო მოვიდა და ძირითადის კაცი გახდა. ნუ ბეტისი ჩვენ არ მოგვცემს რეალის მონა ხელმძღვანელობა ყავთ, პირველს რეალს შესთავაზებენ მარა ამას არტური ჯობს. დიდი არაფერი ფეხბურთელი არაა. არც ბეტისშI ჩანს მაინც და მაინც

  • Berlinetta♥
    schedule 18 იან 2018, 23:55
    #1

    15 მილიონად ნაჩუქარია ეს :დდდ