ხავიერ მასკერანო “ბარსელონადან” წასვლასთან ძალიან ახლოსაა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიელებმა “ჰებეი ჩაინა ფორჩუნთან” არგენტინელის ტრანსფერი, სულ რაღაც, 10 მილიონ ევროდ შეათანხმეს.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, მასკერანო “ბარსელონას” მაისურით ბოლო მატჩს 25 იანვარს ჩაატარებს, როდესაც კატალონიური დერბი შედგება. “ლურჯ-ბროწეულისფერები” ესპანეთის თასის ფარგლებში, “კამპ ნოუზე” “ესპანიოლს” უმასპინძლებენ. დღევანდელ მატჩს არგენტინელი ტრავმის გამო გამოტოვებს.




ბარსა რასაც მოიგებს წელს ამასაც ჩაეწერება აქტივში … ნახევარი სეზონი რადგან ითამაშა …
იმედიაა ნორმალურად გააცილებენ
Yoveltvis bolomde ixarjeboda ❤
Tevesivit moxvetavs fuls da chava argentinashi
თუ ეს მართალია, მაშინ კატალონიურ დერბიში დიდი გაცილება უნდა მოუწყონ. კაცს "ბარსელონას" მაისურით 200-ზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული და ეკუთვნის <3 მასკე