“ბარსელონას” ახალწვეულის იერი მინას სახელი მის მშობლიურ ლათინური ამერიკის ქვეყნებში საკმაოდ იშვიათად გვხვდება და როგორც გაირკვა, ამას კოლუმბიელი მცველის შემთხვევაში საინტერესო მიზეზი აქვს.
ფეხბურთელის მამა, ხოსე ულისეს მინა Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი სახელი საყვარელი მულტიპლიკაციური ფილმიდან მომდინარეობს და ის მეუღლესთან ერთად შეარჩია.
“ეს ჩემმა ცოლმა მოიფიქრა. ჩვენ ყოველთვის ვუყურებდით მულტფილმს “ტომი და ჯერი” და რადგან ჯერი ჩვენი საყვარელი პერსონაჟი იყო, გადავწყვიტეთ ბავშვისთვის სწორედ ეს სახელი შეგვერჩია”.
თუმცა, მშობლებმა ერთი ასო შეცვალეს და შვილს იერი (Yerry) დაარქვეს, რადგან Jerry ესპანურ ენაში განსხვავებულად გამოითქმის და მათ ეს არ მოსწონდათ.
“ბარსას” ცენტრალურ დაცვაში კი მინას ვერმალენის სახით ტომიც დახვდება. საინტერესოა, ვიხილავთ თუ არა ამ დუეტს მოედანზე უახლოეს მომავალში.

აი თურმე რატომ დაურქმევიათ ამ ბიჭისთვის იერი, ეხლა ყველაფერს ფარდა აეხადა.
კიდე კაი მეფე ლომი არ მოსწონდათ 😀 დდდდდდდდ
ადმინი მაგარ განწყობაზეა
ბევრი ქვები წყვია ფეხის წამოსაკრავად

ბოლოს კარგი იყო :დ