“სელტასთან” გამარჯვება (5:0) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედეგი იყო “ბარსას” მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდესთვის, რომელმაც ამ თამაშის შემდეგ წაუგებელი მატჩების სერია 28-მდე გაზარდა და ლეგენდარულ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას გაუთანაბრდა.
ვალვერდეს 28-დან 22 მოგება და 6 ფრე აქვს, გვარდიოლას კი მხოლოდ 5 ფრე და 23 გამარჯვება ჰქონდა 2010/11 წლების სეზონში. ეს, კლუბის ისტორიაში, მეორე საუკეთესო შედეგია.
პირველ ადგილზე ლუის ენრიკეა, რომელმაც 2015/16 სეზონის 39 მატჩი ჩაატარა წაუგებლად. მის ანგარიშზე 32 მოგება და 7 ფრეა.

მართალია,2 ფრე -_-
მართალი ხართ 2 ძალით ფრე იყო რაა თორე იქნებოდა პეპის რეკორდის გამეორება უკეთესი შედეგით აწე ლუჩოს რეკორდის დამხობაზე უნდა იფიქროს ერნესტომ
ისე აღიარეთ როო ვალვერდეს იმედი არ გქონდათ რო ასეთ შედეგს დააფიქსირებდა
მე ვალიკო ბილბაოში რო მუშაობდა მაშინაც ვფიქრობდი რო ბარსაში გაამართლებდა
ენრიკემ მაშინ ფანტასტიური შედეგი დადო 39 მატჩში მაგრამ მერე სერიოზული ჩავარდნა ქონდა..ვალოდიას სტაბილორობა ეტყობა. არამგონია ამას ჩავარდნა ვაბშე შეეტყოს
მართალია,2 ფრე -_-
საღოლ ვალო! გისურვებ მალე ლუჩოს გაუთანაბრDე.