“ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დი ლაურენტისი საუბრობს ჟერარ დეულოფეუზე, რომელსაც იტალიურ კლუბს ბოლო დროს აქტიურად უკავშირებენ.
“დეულოფეუს შეძენა გაურკვეველი და უცნობი მომავლისკენ ნაბიჯის გადადგმა იქნება, მის ალტერნატივას, ვერდის კი მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი უკეთ იცნობს.
ასეთი ტიპის შეთანხმებაში უკანასკნელი სიტყვა სწორედ მწვრთნელმა უნდა თქვას. მან უფრო იცის, რომელი ფეხბურთელი გაამართლებს. თუმცა, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ დეულოფეუს გუნდთან შეგუებისთვის ექვსი თვე არ დასჭირდება”. – აცხადებს დი ლაურენტისი.


