გერმანული ავტორიტეტული გამოცემა “სპორტ – დე” იუწყება, რომ მიუხენის “ბაიერნი” დაინტერესებულია “ბარსელონას” ბრაზილიელი ფეხბურთლით ადრიანო კორეიათი.
ჯერ – ჯერობით სატრანსფერო თანხა, რომელსაც გერმანული კლუბი ესპანურს სთავაზობს არ სახელდება, მაგრამ ეს ინფრომაცია, რომ არ არის მოგონილი ფაქტია. ამას თვით ბრაზილიელი ფეხბურთელის ადრიანოს აგენტიც ადასტურებს. იგი ამბობს: “დიახ, მე დამიკავშირდა “ბაიერნის” ხელმძღვანელობა და მესაუბრა ადრიანოს ტრსანფერის შესახებ. მე ვერაფერს გეტყვით ჯერ, ჩემს კლიენტთან ერთად უნდა გადავწყვიტო ეს, მაგრამ “ბარსელონაში”, რომ ბრაზილიელს თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლევა ფაქტია”.
“ბაიერნი” უკვე დიდი ხანია ინტერესდება ისეთი სტილის მოთამაშით, როგორიც ადრიანოა, რომელსაც ორივე ფეხით თამაში კარგად შეუძლია და ასევე შეუძლია ორივე ფლანგზე თავისუფლად თამაში.



