კატალონიის ”ბარსელონას” მცველი, ხერარდ პიკე დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის მერვედ-ფინალური შეხვედრის საპასუხო მატჩს, ”არსენალის” წინააღმდეგ.
გუშინ, ლონდონში გამართულ მატჩის 59-ე წუთზე, ფაბრეგასის წინააღმდეგ წესის დარღვევის გამო პიკე თამაშის მთავარმა არბიტრმა, ნიკოლი რიცოლიმ ყვითელი ბარათით დაასჩუქრა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პიკესთვის ეს რიგით მესამე გაფრთხილებაა. პირველი ყვითელი ბარათი მან ”რუბინის” ფეხბურთელის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო მიიღო, შემდეგ კი ”პანათინაიკოსის” ფეხბურთელთან ორთაბრძოლაში დაჯარიმდა.
საპასუხო შეხვედრა ”მეთოფეებსა” და კატალონიელებს შორის გაიმართება 8 მარტს, ”კამპ ნოუზე”. ხერარდ პიკეს არ ყოფნა მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება ”ბარსასთვის”. აღსანიშნავია, რომ ტრავმირებულია გუნდის კაპიტანი, კარლეს პუიოლი, რის გამოც მან გუშინდელი მატჩი გამოტოვა.
გუშინ გამართულ მატჩში ”ბარსელონა” დამარცხდა, ანგარიშით 2:1. კატალონიელებს უამრავი საგოლე მომენტი ქონდათ, თუმცა მხოლოდ ერთხელ შეძლეს მომენტის რეალიზება. გოლი დავიდ ვილიას ანგარიშზეა.

