“ბარსელონა” 8 იანვარს ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს. ორშაბათს, ბრაზილიელი ფეხბურთელი კამერების წინაშე “ლურჯ-შინდისფერ” მაისურს მოირგებს და “კამპ ნოუს” ეწვევა, იტყობინება Marca.
“ბლაუგრანას” არ აშინებს ის ფაქტი, რომ ფილიპე გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაეხმარება (ტურნირის წესების გამო).
კატალონიელები “ლივერპულს” დაახლოებით 150 მილიონ ევროს გადაუხდიან და ამით კოუტინიოს ტრანსფერი ნეიმარისა და კილიან მბაპეს შემდეგ, ყველაზე მასშტაბური იქნება.

ადაპტაციას უფრო მალე გაივლის და ახალ სეზონს უფრო მომზადებული შეხვდება გუნდთან ერთად