“ბარსელონას” მცველს, ჟერარ პიკეს ანაზღაურების გაზრდა სურს. მისი ხელშეკრულება კატალონიურ კლუბთან 2019 წელს იწურება, მაგრამ მხარეები ახალი კონტრაქტის თაობაზე ჯერ არ შეთანხმებულან.
30 წლის ესპანელი, რომლის წლიური ანაზღაურება 6 მილიონ ევროს შეადგენს, ხელფასის 10 მილიონამდე გაზრდას მოითხოვს, იტყობინება Diario Gol. სწორედ ამ თანხას გამოიმუშავებს მადრიდის “რეალის” კაპიტანი, სერხიო რამოსი.
“ბარსელონა” ჯერჯერობით, პიკეს ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ გეგმავს. კატალონიური კლუბი ჟერარს ანაზღაურებას გაუზრდის, მაგრამ არა მისი მოთხოვნის შესაბამისად.



იმსახურებს პიკე 10 მილიონს
jer moumatos cota da mere daawinauret