2018 წელს, განსაკუთრებით კი მის პირველ ნახევარში, ლიონელ მესის რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა ელის.
1. 100 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

არგენტინელს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 97 გოლი აქვს გატანილი, რაც “ბარსელონას” ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. კიდევ სამია საჭირო იმისთვის, რომ მესის 100 გოლი დაუგროვდეს.
2. გატანა “ჩელსის” კარში

პირველი გამოწვევის შესრულებისთვის აუცილებელი იქნება, რომ მესიმ გაუტანოს ლონდონის “ჩელსის” – მის ყველაზე უხერხულ მეტოქეს. “”ლურჯების”” წინააღმდეგ მას 8 თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული და არც ერთხელ – გატანილი. როგორც იცით, კატალონიელები ანტონიო კონტეს გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში დაუპირისპირდებიან.
3. … და “ჟირონას” კარშიც

“ჩელსის” მსგავსად, ლეო მესის არც “ჟირონასთვის” გაუტანია ოდესმე, თუმცა მათ წინააღმდეგ არც ბევრჯერ აქვს ნათამაშები. საინტერესოა, რომ თუ ის გატანას მოახერხებს, გაუთანაბრდება რაულს, რომელსაც სულ 36 კლუბის კარში აქვს ბურთი შეგდებული.
4. მე-5 ჩემპიონთა თასი

მოქმედ თანაგუნდელებთან, ანდრეს ინიესტასთან და ჟერარ პიკესთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მესის 4-ჯერ აქვს მოგებული (2006, 2009, 2011, 2015). თუ მიმდინარე სეზონს “ბარსა” ლიგის ტრიუმფით დაასრულებს, ეს ფეხბურთელები პირველები იქნებიან, რომელთაც ტიტული 5-ჯერ ექნებათ მოგებული.
5. ლა ლიგაში მოგებული მატჩების რეკორდული რაოდენობა

არგენტინელს ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 399 მატჩიდან 311 აქვს მოგებული და 33-ით ჩამორჩება “რეალის” ლეგენდას, იკერ კასილასს. თუ მისი გუნდი ისევე გააგრძელებს თამაშს, როგორც ახლა, 2018 წლის ბოლომდე რეკორდის გაუმჯობესება პრობლემა არ უნდა იყოს.
6. პიჩიჩი და ოქროს ბუცი

მესის პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული 4-ჯერ აქვს მოგებული, ამდენივეჯერ – ოქროს ბუცი. ახლა, მის ანგარიშზე 15 გოლია და იგივე ტემპით მას ამ ტიტულების კიდევ ერთხელ მოგება არ უნდა გაუჭირდეს.
7. ტოპ 5 ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირობა

ესპანეთის, ინგლისის, იტალიის, გერმანიის და საფრანგეთის ლიგებში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ამჟამად ჯიმი გრივზია, 366 გოლით, ლეოს კი 364 აქვს. შესაბამისად, მას ამ რეკორდის გაუმჯობესებამდე მხოლოდ 3 გოლი აშორებს.




რაც ჩამოთვალეს ჩემის აზრით ყველა რეკორდს მოხსნის ლეო არ გაუჭირდება არცერთი
ერთხელ მანჩესტერში მოიგო 2008-ში მეგობარო 😉
ეგ ხო, მაგრამ აქ 2006-იო წერია და პიკეს არ მოუგია 2006-ში.
ეჰ, რამდენი ხანია არ დამიწერია აქ 😀
ავტორმა რაოდენობა იგულისხმა უბრალოდ
ერთხელ მანჩესტერში მოიგო 2008-ში მეგობარო 😉
Msoplios mogebaze upro.didi gamowveva romelia ?
რასაა როამბობ?:Dდ მსოფლიო არუნდა დადოს?:Dდ
მსოფლიო გაუჭირდება ძმა.
ხო მაგრამ უნდა დადოს მჯერა მოიგებს….ოგონდ უნდა მოინდომოს მაგრად და ის იგუაინი მოაშორონ და იკარდი დააყენონ
მსოფლიოზე შანსი არაა რომ რამე გააკეტოს არგენტინამ მარტო მესი ვერ იზავს ვერაფერს
მსოფლიოზე შეიძლება ჯგუფშიც ჩარჩეს არგენტინა ისე საშინელ ფორმაშია და ისედაც მესი მარტო ვერაფერს იზამს მსოფლიო საფრანგეთისაა წელს
სასტავს ვერაფერს დავაბრალებთ ძაან კარგი და გამოცდილი სასტავი ყავს უბრალოდ ძაან ჭკვიანი მწვრთნელი უნდათ სიმეონემ რა ქნა ატლეტიკოთი 2016 წელს ფინალში გაიყვანა ჩოლომ და ვინებს მოუგეს პროსტა ამნაირ სასტავს კარგი ამთამაშებელი უნდა და კარგი ტაქტიკოსი
რასაა როამბობ?:Dდ მსოფლიო არუნდა დადოს?:Dდ
მსოფლიო გაუჭირდება ძმა.
ხო მაგრამ უნდა დადოს მჯერა მოიგებს….ოგონდ უნდა მოინდომოს მაგრად და ის იგუაინი მოაშორონ და იკარდი დააყენონ
მსოფლიოზე შანსი არაა რომ რამე გააკეტოს არგენტინამ მარტო მესი ვერ იზავს ვერაფერს
მსოფლიოზე შეიძლება ჯგუფშიც ჩარჩეს არგენტინა ისე საშინელ ფორმაშია და ისედაც მესი მარტო ვერაფერს იზამს მსოფლიო საფრანგეთისაა წელს
კოუტინიო ამოიყვანეს სასტავიდან არაა განაცხადში თითქმის ჩვენია
კოუტინიო ლივეს განაცხადში ვერ მოხვდა დღეს ბარნლის ეთამაშებიან და განაცხადში არაა კოუ რაც დიდი ალბათობით ტრანსფერზე მეტყველებსო..
ვნახოთ მგონი გადმოდის მართლა ეს ჩემისა
რასაა როამბობ?:Dდ მსოფლიო არუნდა დადოს?:Dდ
მსოფლიო გაუჭირდება ძმა.
ხო მაგრამ უნდა დადოს მჯერა მოიგებს….ოგონდ უნდა მოინდომოს მაგრად და ის იგუაინი მოაშორონ და იკარდი დააყენონ
მსოფლიოზე შანსი არაა რომ რამე გააკეტოს არგენტინამ მარტო მესი ვერ იზავს ვერაფერს
მსოფლიო არ ითვლება, ბარსელონასთან რაცაა დაკავშირებული ის წერია აქ
ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და ჩელსი ამოტენოს მეტი არაფერი მინდა
წელს ყველა რეკორდი დაემხობა აგერ ნახეთ თუ მასე არ იყოს.