“ბარსელონას” სერჟი რობერტოსთან ახალი კონტრაქტის თაობაზე უთანხმოება აქვს.
AS-ის ცნობით, “ლურჯ-შინდისფრებმა” 25 წლის მცველს “სამუდამო კონტრაქტი” შესთავაზეს, რომელიც ახლო წარსულში ანდრეს ინიესტამ მიიღო. თუმცა, ფეხბურთელმა კლუბს საპასუხო წინადადებით მიმართა, რომლის დეტალებიც ჯერჯერობით, უცნობია.
კატალონიური გრანდი მოცემულ მომენტში საშიშროებას ვერ ხედავს. ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა: “რობერტოსა და “ბარსას” პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ეს პრობლემა გადაუჭრელი არ არის. ახლო მომავალში შეთანხმება შედგება.”

რა ძნელი მისახვედრი უნდა იყოს რომ საუბარია ხელფასზე…ამ ფეხბურთელებმა ცოტა მადა რომ დაიოკონ კარგი იქნება…
ლურჯ შინდისფრებიიი :)))
valverde ro movida xo tqva memgoni ro robertos tavis poziciaze atamashebs da ra unda axlaa
არსად არ წავა ნახ დაცვაში ათამაშებენ მალე
ხელფასზე და პოზიციაზე იქნება საუბარი ,ყველაზე დაბალი ხელფასი ამ ეტაპზე რობერტოს აქვს პლუს ამას ყველაზე დაბალი გამოსასყიდი ,პლუს ყველაზე ცუდ პოზიციაზე ათამაშებენ,ტიპი არადა თავს იკლავს ბარსასთვის,ყველაფერს დაუკმაყოფილებენ იმედია და ტიაგოსავით არ დაკარგავენ ,ეს ბიჭი კაპტაინი უნდა იყოს ბარსასი ! მომავალია ჩვენი