ხშირი ტრავმების გამო ბელგიელი მცველის, ტომას ვერმალენის კარიერა კარგად ვერ აეწყო, თუმცა “ბარსელონაში” მიმდინარე სეზონში მას მეტი სათამაშო დრო ეძლევა და სეზონის ყველაზე პრინციპულ მატჩში, “ელ კლასიკოშიც” მიიღო მონაწილეობა, თანაც თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ კატალონიაში 2014 წლიდან თამაშობს (1 სეზონი “რომაში”), ვერმალენს ლა ლიგაში სულ 16 შეხვედრა აქვს ჩატარებული. საინტერესო კი ისაა, რომ ბელგიელთან ერთად “ბარსას” არც ერთი თამაში წაგებული არ აქვს. შეიძლება, ეს თითოეულ შემთხვევაში ვერმალენის დამსახურება არაა, მაგრამ ფაქტია, უიღბლობა რომ არა, უკვე 32 წლის ფეხბურთელს ბევრად უფრო წარმატებული კარიერა ექნებოდა და გამარჯვებებში ნამდვილად შეიტანდა თავის წვლილს.

შარშან მახსოვს იწერებოდა ერთი წაგება გვაქვს მხოლოდ ამასთან ერთადო და ეხლა რა მოხდა, განულდა ის თამაში….
ამან ეგრე თუ გააგრძელა და ტრავმა არ მიიღო არსენალში რომ თამაშობდა ისეთ ფორმაში იქნება მალე თან მაგარი გამოცდილებაც აქვს
piqee umtiti verma da erti kai mcveli magalitad mina sakmariasia wlis bolomde verma zamenaze dzaan kaia da tan lalaigashi atamashos xolme
მშვენივრად გამოიყურება მთავარია ტრამვა არ მიიგოს და ვალვერდემ ათამაშოს ხოლმეე… გაუშვასს მასკეე და ვერმას ენდოსს … მასკე უნდა ჩაჯდეს ფორმაშI მსოფლიოსთვის
ძალიან მწყდება გული რო ასეთი ტალანტის მქონე მცველმა ტრამვების გამო მწვერვალები ვერ დაიპყრო