workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ახლობლების” დაპირისპირება

”ახლობლების” დაპირისპირება

ლიგა დაბრუნდა. ახლა, ყველა კულე ემზადება ლონდონში გასაფრენად, რადგან იქ მათ მოუწევთ ეთამაშონ გუნდს, რომელიც მოიაზრება, როგორც ”ბარსელონას” ”პარტნიორი” ინგლისის პრემიერ ლიგაში. ისინი უნდა ეთამაშონ გუნდს, რომელიც სავსეა ახლაგაზარდა და სწრაფი ფეხბურთელებით, როგორც დაცვაში ისევე შეტევაში. მათ საკმაოდ გამომწვევი მოთამაშეები ყავთ, ისეთები, როგორებიცაა, არშავნი, ვან პერსი და ტეო უოლკოტი. მათ ყველამ იციან მსოფლიოს საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ თამაში. მათი სისწრაფე, ტექნიკა, მოქნილობა და კონტ შეტევებზე თამაში ბევრი გუნდისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. ”არსენალს” ჰყავს სეს ფაბრეგასი, რომელსაც სამშობლოში დაბრუნდება ძალიან სურს, მაგრამ კბილებით ექაჩებია და კლუბში ტოვებენ. ფრანსესკი წელს უკეთეს ფორმაშია ვიდრე შარშან, მაშინ, როცა ეს გუნდები 1/4 ფინალში ერთნამენთს ლონდონში შეხვდნენ. ”მეთოფეებს” ასევე დაუბრუნდათ სამირ ნასრი, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და გუნდისთვის დამატებით დიდი ძალას წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ”ემირეითსი” სავსე ახალგაზრდა და ნიჭიერი ტალანტებით მათ მაინც გაუჭირდათ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე მოღწევა. H ჯგუფის პირველი 3 მატჩი წარმატებით დასრულების შედეგ ლონდონელებს უკრაინაში ჩასვლა მოუწიათ, სადაც ადგილობრივ დონეცკის ”შახტართან” 2:1 დამარცხდენენ. შემდეგ კი პოტუგალიაში ”ბრაგასთან” წააგეს, რითიც უკრაინელებმა ისარგებლეს და ჯგუფში პირველ ადგილს გამოკრეს ხელი. მაგრამ არ უნდა განვსჯაოთ ”არსენალი” მხოლოდ ჯგუფური ეტაპით. მათ გასული სეზონის განმავლობაში ბევრი კარგი და ცუდი მატჩი ჩაატარეს. გუნდი ხან უკეთესობისკენ მიდიოდა ხან უარესობისკენ და ბოლოს… ეს გზა კატალონიელმა, პეპ გვარდიოლამ დაასრულა.

რა იყო შარშან მეოთხედფინალში და რა მოუტანა იმ მატჩებმა ”ბარსას”? მათ ლონდონში ბრწიყინვალედ დაიწყეს თამაში, შეუდარებლად აკონტროლებდნენ ბურთს და შქმენეს უმარავი მომენტი. ანგაიშიც მშვენიერი იყო 2:0, თუმცა მათ იმდენი მოახერხეს, რომ ”მეთოფეებს” 2 გოლი გაატანინეს და თამაშიც ფრედ დასრულდა. ამ ყველაფრის შემდეგ გუნდები ”კამპ ნოუზე” დაბრუნდნენ, სადაც ”არსენალს” ელოდა ლიონელ მესი… მან კიდევ ერთხელ გადაწყვიტა თამაშის ბედი. ინგლისელებმა ვერასგზით შეძლეს მისი გაჩერება და შედეგიც მიიღეს 4 გოლი მხოლოდ არგენტინელისგან მათ კი, მხოლოდ 1 საცოდავი გოლით უპასუხეს და იმის გარდა მომენტიც პრაქტიკულად არ ჰქონიათ.

მომავალი მატჩისგან ჩვენ ველით რაღაც განსხვავებულს. თუნდაც იმ ფაქტმა უნდა დაგვაფიქროს, რომ ”ბარსამ” წინა მატჩი ხიხონში არცთუისე დამაჯერებლად ითამაშა და 1:1 დაამთავრა. ვნახოთ, დაველოდოთ და განვსაჯოთ, თუ როგორ იქმოქმედებს ”სპორტინგთან” მატჩი კატალონიელებზე. წაადგებათ თუ …

იმ ფაქტზე ყველა თანხმდება, რომ შუა სეზონში სანაკრებო მატჩების ჩატარება სრული სისულელეა. ამ აზრის ყველა ეთანხმება: მწვრთნელები, მოთამაშეები და ფანები, თუმცა მათ რა ეკითხებათ. აქ მთავარი იოზებ ბლატერია, რომელც ამ ყველაფერს ისე წყვეტს, როგორც თვითონ სურს. სანაკრებო პაუზა იწვევს ტრამვებს, გუნდის რიტმიდან ამოვარდნას და ზოგადად კლუბზე უარყოფიტად მოქმედებს. სწორედ ამ რიტმიდან მაოვარდნამ იქონია ზეგავლენა ”ბარსელონასთვის” ”სპორტინგთან” მატჩში.

ხსენებულმა ”ხიხონთან” დაპირისპირებამ ”ბარსას” რამდენიმე მოთამაშეზე მცირე შეხედულება გაგვიჩინა. ახლახანს ნაყიდი იბრაჰიმ აფელაი ჯერ კიდევ არაა ადაპტირებული ”ბარსელონას” ტოტალურ ფეხბურთთან. მას ცუდად ნამდვილად არ უთამაშია, თუმცა პრობლემები ნამდვილად ქონდა და სამართლიანადაც შეიცვალა პედროთი. ჰოლანდიელს წლევენალდელი წელი სჭირდება იმისთვის, რომ სრულად გაიაროს ადაპტაცია. ხავიერ მასკერანო თამაშობდა საყრდენ ნახევარმცველად და მილიტოს მოედნიდან გასვლის შემდეგ მცველობასაც შესანიშნავად გაართვა თავი. თუმცა ”არსენალთან” ძირითადში მიანც სერხიო ბუსკეტსს უნდა ველოდეთ. ლიონელ მესი, მართლაც უმნიშვვნელოვანესი პიროვნებაა ”ბარსელონასთვის”. მას მარტივად შეუძლია სამი მოწინააღმდეგის ერთად მოტყუება, შესანიშნავი პასების გაკეთება (რითაც წელს ნამდვილად გამოირჩევა) და გოლების გატანა. ”არსენალთან” შარშანდელი თამაშის გათვალისწინებით მესის თამაში უნდა გამოუვიდეს და ბევრი რამე სწორედ მან უნდა იტვირთოს. ნახევარდაცვის ცენტრში როგორც ყოველთვის ჩავიესტას ველით. სწორედ მათ უნდა განსაზღვრონ კატალონიელთა თამაშის ტემპი და დირიჟორობაც უნდა იტვირთონ. როგორც შაბათს დავინახეთ, ფლანგის მცველები ხშირად ერთვებიან შეტევებში, რაც ”ბარსას” ოპენენტს გარკვეულ კოზირს აძლევს. თუ გავითვალისწინებ ”არსენალის” უსწრაფეს მოთამაშეებს საფრთხე კიდევ უფრო მატულობს. მხოლოდ ხერარდ პიკეს ძალიან გაუჭირდება 4–5 გაქცეული ლონდონელის შეჩერება.

ახლა ცოტა რამ ტაქტიკურ სქემებზეც ვთქვათ. გვარდიოლასთან მიმართებაში ადვილი გამოსაცნობია თუ ვის შეიძლება ძირითადში ველოდოთ. კარში რა თქმაუნდა ვიქტორ ვალდესი ჩადგაბა. კარლეს პუიოლის ტრამვის გათვალისწინებით, დაცვის ცენტრში პიკე–აბიდალის ტანდემის ხილვაა შესაძლებელი. ალვეში და მაქსველი დაცვის ფლაგებზე დადგებიან. ნახევარდაცვის ცენტრში მოსალოდნელია ჩავიესტა–ბუსკეტსის ტრიოს გამოჩენა. მაგრამ აქ ერთი რამაა გასათვალისწინებელი. როგორც ვიცით ინგლისური გუნდების წინააღმდეგ მასკერანოს საკმაო გამოცდილება აქვს და მათი შეტევების შეჩერებას ნახევარდაცვის ცენტრში ხშირად ახერხებდა. ასე, რომ შესაძლოა გვარდიოლამ ამ მიზეზის გათვალისწინებით მასკერანო საყრდენად განამწესოს, ხოლო ამ შემთხვევაში სერხიო ბუსკეტსი არაა გამორიცხული დაცვის ცენტრში ვიხილოთ პიკეს მეწყვილედ, აბიდანი კი თავის პოზიციაზე, მარცხენა ფლანგზე. შემტევ ხაზში ყველანაირი სიურპრიზი გამორიცხულია. აქ პედრო–მესი–ვილია იმოქმედებს.

”არსენალთან” საქმე სულ სხვაგვარადაა. მანუელ ალმუნია ”ვულვზათან” მატჩში სათადარიგო სკამზე გამოჩნდა და მისი ადგილი ახალგზრდა პოლონელმა კიპერმა, ჩესნიმ დაიკავა. კიდევ ერთი მეკარე, ლუკას ფაბიანსკი ტრამვირებულია ასე, რომ ძირითადში ჩესნის უნდა ველოდოთ. ბაკარი სანიას მცირე ტრავმა აწუხებს, ამიტომ დაცვის ცენტრში ებუე–ჯურუ–კოშერლი–კლიშის უნდა ველოდოთ. ”არსენალს” აქვს ჩვევა, რომ თავდასხმელები და ნახევარმცველები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთში ერევიან. ამიტომ ნახევარდაცვის უკან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უილშირი, სონგი გამოჩნდებიან, მათ წინ კი ფაბრეგასი, დენილსონი და არშავინი. ასვე იქაა ტეო უოლკოტიც, რომლის სისწრაფეც ”მეთოფეებს” ”ბარსელონას” მცველებთან წაადგებათ. თუმცა ასევე გამორიცხულია არაა, რომ ფაბრეგასმა და ფორვარდმა, ვან პერსიმ ადგილები ხშირად გაცვალონ. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ვენგერმა იცის და ბევრი რამაა მოსალოდნელი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ”ბარსელონასთვის” რთულ და თვითონ თამაშის მხრივ სანახაობრივ დაპირისპირებას უნდა ველედოთ. ჩვენ კი დავსხდეთ და დაველოდთ. წინ დიდი ფეხბურთი გველის…

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward