“ბარსელონამ” სეზონის ყველაზე პრინციპული დაპირისპირება დიდი ანგარიშით, 3:0 მოიგო! კატალონიურმა გრანდმა ფავორიტად მონათლულ “რეალს” “სანტიაგო ბერნაბეუზე” დამაჯერებლად სძლია.
შეიძლება ითქვას, რომ პირველი ტაიმი “სამეფო კლუბის” კარნახით წარიმართა. მასპინძლები ბურთს აქტიურად აკონტროლებდნენ და “ბარსელონას” საჯარიმოდან ამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის გახსნის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, საწყისი 45 წუთი ფრედ, 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში კი “ლურჯ-შინდისფრებმა” დადგეს სანახაობა, რომელსაც მთელი საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელოდა. სერხიო ბუსკეტსის წამოწყებული კომბინაცია ივან რაკიტიჩმა განავითარა, შემდეგ კი სერჟი რობერტოს გამჭოლი გადაცემა ლუის სუარესმა 54-ე წუთზე დააგვირგვინა.
“ბარსელონამ” უპირატესობა არათუ ტაბლოზე, მოედანზეც მოიპოვა და მატჩი თავისი სცენარით წარმართა. მადრიდელთა შოკს სტადიონიდან დანიელ კარვახალის გაძევება და ლეო მესის რეკორდული გოლი მოჰყვა, რამაც შეხვედრას ფაქტიურად, წერტილი დაუსვა.
მწყობრიდან გამოსულ “რეალს” მესამე გოლი შეცვლაზე შემოსულმა ალეიშ ვიდალმა გაუტანა. 45 ქულით “ბარსელონა” ლა ლიგის ლიდერია. კატალონიურმა გრანდმა სამეფო კლუბი პირადად დაამარცხა, გუშინ კი წაგება მისმა მორიგმა კონკურენტმა, “ატლეტიკომაც” იწვნია. მოცემულ მომენტში სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება.


ბარასამ თავი თუ არ გაიგიჟა, ლალიგა მოგებულია, მისახედია ჩემპიონლიგაზე.
საოცარი ემოციებია კლასიკოს მოგების მერე,ასე არ განვიცდი ხოლმე ლიგის მოგებასაც კი
დავადუმეთ მადრიდელები
ბარავო ბარსა და ბრავო ვალვერდე და მაგ კაცის მჯერა და ამტკიცებს კიდეც რომ ხელწამოსაკრავი არაა პაულინიოც კარგია ძააან არც ვიდალია ცუდი მთლიან ჯამში კაია ბარსაა წელს და ესე უნდა გაგრძე;დეს
ლალიგა ხო მარა ჩ.ლს მოგება უფრო მინდა D