მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოქსლეიდ ჩემბერლენი: კოუტინიოს ტრანსფერი? ასეთი შეკითხვები უადგილოა

ოქსლეიდ ჩემბერლენი: კოუტინიოს ტრანსფერი? ასეთი შეკითხვები უადგილოა

“ლივერპულის” ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს “ბორნმუთთან” მატჩის შემდეგ “ბარსელონაში” სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ჟურნალისტებმა კომენტარის გაკეთება თხოვეს, მაგრამ ბრაზილიელის ნაცვლად, ამ კითხვას ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენმა უპასუხა.

“მისმინეთ, ფილი “ლივერპულის” ფეხბურთელია, ახლა კი სწორედ ამას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა. ის ყოველ მატჩში იხარჯება და ამაზე მეტს მოთამაშეს უბრალოდ ვერ მოვთხოვთ.

მიმდინარე სეზონში კოუტინიო მოქმედებს, როგორც ნამვდილი პროფესიონალი. ყოველ ჯერზე, როცა ის მოედანზე გამოდის, გუნდისა და ქომაგებისთვის ყველაფერს აკეთებს. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ასეთი შეკითხვები უადგილოა.”-ამბობს ჩემბერლენი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში