მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: ხავიერ მასკერანო “ბარსელონაში” უმტიტის გამოჯანმრთელებამდე დარჩება

MD: ხავიერ მასკერანო “ბარსელონაში” უმტიტის გამოჯანმრთელებამდე დარჩება

როგორც იცით, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” უნივერსალი ხავიერ მასკერანო “ჰებეი ჩაინა ფორჩუნში” გადადის, დღეს კი ცნობილი გახდა ის, თუ რა პირობებით გადავა 33 წლის არგენტინელი ფეხბრუთელი ჩინურ კლუბში.

კატალონიური Mundo Deportivo-ს ცნობით, მასკერანოს ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმება მიღწეულია. ხავიერი კატალონიურ კლუბში იქამდე დარჩება, სანამ სამუელ უმტიტი ტრავმას არ მოირჩენს, ეს კი, სავარაუდოდ, იანვრის მეორე ნახევარში მოხდება. 24 წლის ფრანგი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ზუსტი თარიღი ცნობილი არაა.

გავრცელებული ცნობებით, მასკერანო ჩინეთში, 2 წლის განმავლობაში, 19 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. “ბარსელონა” მის სანაცვლოდ დაახლოებით 10 მილიონ ევროს მიიღებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • gurgenidze
    schedule 20 დეკ 2017, 02:16

    Arminda amis wasvla mara msopliostvis porma chirdeba

  • MessiTheMaestro
    schedule 19 დეკ 2017, 23:13

    კლასიკოში ეს იქნება თუ ვერმალენი?

  • Don_Andresito
    schedule 19 დეკ 2017, 22:08

    Ianvris bolomde anu

  • Varca
    schedule 19 დეკ 2017, 21:59

    EH NETA SUL AQ IYOS DARCHES