მას შემდეგ რაც “არსენალმა” საკუთარ ჩემპიონატში “ვულვზი” დაამარცხა სახლში 2:0, “არსენალის” და რუსეთის ნაკრების ფეხბურთელმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა და განაცხადა ,რომ ახლა “ბარსელონას” ჯერია.
“ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვართ. “ნიუკასლთან” ფრის შემდეგ სწრაფად მოვახერხეთ კონცენტრაცია მორიგ თამაშზე და დავამარცხეთ “ვუვლზი” სახლში. ახლა “ბარსელონას” ჯერია. კატალონიური კლუბი ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გამარჯვება მოუტანოთ ჩვენს გუნდს და გავახაროთ გულშემატკივარი. შარშან რაც მოხდა ის უკვე წარსულს ჩაბარდა, ვიმედოვნებ წელს ასეთი აღარ განმეორდება” – დაასრულა “არსენალის” 23–ე ნომერმა.


