“ბარსელონა” მზადაა, ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობოს, ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა პრემიერ ლიგაში გადავიდეს.
ანდრეას კრისტენსენმა, პაბლო ტორემ და ანსუ ფატიმ მოსალოდნელია, რომ კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვონ, რომელიც ივლისის დასაწყისში იხსნება. ბოლო დღეებში კი ირკვევა, რომ კიდევ ერთი პირველი გუნდის მოთამაშე შესაძლოა წავიდეს – საუბარია ჟერარ მარტინზე.
ჟერარ მარტინით “ვულვზი” ინტერესდება. მარტინი გასულ სეზონში ალეხანდრო ბალდეს მარცხენა მცველის პოზიციაზე სარეზერვო ფეხბურთელი იყო, თუმცა მას უკვე ყურადღებით აკვირდება ინგლისური “ვულვზი”. პრემიერ ლიგის კლუბი ეძებს რიან აიტ-ნურის შემცვლელს, რომელიც “მანჩესტერ სიტიში” გადადის და ‘ბარსელონას” მოთამაშე ერთ-ერთი კანდიდატია.
“ბარსელონამ” ჟერარ მარტინის ფასი დაადგინა. როგორც გამოცემა Sport იუწყება, “ბარსელონა” მზად არის მარტინის გაყიდვისთვის, თუმცა თავდაპირველად ის არ იყო იმ მოთამაშეთა სიაში, ვისაც კლუბის დატოვება სურდა. კატალონიელები თანახმა იქნებიან დაახლოებით 12 მილიონი ევროს წინადადებაზე, რაც კარგი მოგება იქნება ფეხბურთელზე, რომელიც ორი წლის წინ UE Cornella-დან შეუერთდა კლუბს.
ჯერ-ჯერობით “ვულვზს” “ბარსელონასთვის” ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია, თუმცა ინგლისური კლუბი ფინანსურად უპრობლემოდ შეძლებს მოთხოვნილი თანხის გადახდას. თუ გარიგება შედგა, ექტორ ფორტი აღარ განიხილება ზაფხულში გასაყიდ მოთამაშედ.
ფორტი ყველაზე სავარაუდო კანდიდატად ითვლებოდა “ბარსელონადან” წასასვლელად, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მას წასვლა არ სურს და თუ მარტინი კლუბს დატოვებს, ფორტიც დარჩება, რადგან “ბარსელონა” არ აპირებს მესამე მარცხენა მცველის დაკარგვას მას შემდეგ, რაც ალექს ვალე უკვე გადაბარგდა იტალიურ “კომოში”.
ჯერ არ არის ცნობილი, გააკეთებს თუ არა “ვულვზი” შეთავაზებას მარტინზე, მაგრამ თუ ეს მოხდება, გარიგების დასრულება მოულოდნელი არ იქნება.
ჯერ არ არის ცნობილი, გააკეთებს თუ არა "ვულვზი" შეთავაზებას მარტინზე, მაგრამ თუ ეს მოხდება, გარიგების დასრულება მოულოდნელი არ იქნება.
აი, ჯერ არც კი ფიქრობენ ამის ყიდვას და ესენი უკვე ფასს ამზადებენ, რო მოვლენ ვულვზიდან მთხოვნელები.
გაყიდონ
მადლობა ინტერთან იმ მუხტისთვის, მაგრამ ამავე მატჩში მარტინის შეცდომის გამო დავმარცხდით (პლიუს არაუხო). არ ღირს ამის იმედზე ყოფნა, ყოველთვის ვიტყვი რომ ბარსელონას დონის არ არის და ვერც გახდება, ამაზე უკეთესი მინგესა გავუშვით იგივე მიზეზით, ეს ვინ ჩემი ლენგლეა.
რას ერჩის ხალხი ამ ბიჭს გაუგებარია მარტო ქართველები ასხამენ მმგონი😂 უთამაშებელი უცბად დაყენეს გადამწყვეთ თამაშებში და სად დაუშვა შეცდომა ისეთი რაც დეიონგს არაუხოს კუბარს ან შესნის არ დაუშვიათ? ბალდე თუ შეტევაში ჯობია დაცვაში ასი თავით ჯობია დაცვითი ტიპის მცველია.ინტერთან რომ
ვიგებდით მაგის დამსსხურება რაც ბალდეს მსგავსი გადამწყვეთი თამაში არც მინახავს.მსაჯი რომ არა მარტინი საუკეთესო იყო იმ ავად სახსენებელ თამასში.
kuko, შეტევაშიარაფრის მაქნისი არაა. ვერ ამწვავებს კაცს ვერ ატყუებს ხანდისხან რომ ჩააწვდის და ასისტს აკეტებს ეგ არაფერს ნიშნავს. ბალდე 10 ტავით სჯობს ამას. გასაყიდია სანამ 15 მილიონათმაინც თუ შეიძლება
გაყოდონ კაცო :))
დავიღალე ჟერარდ მარტინის ნაირი ყ*ეების გაწურვით
გაასხმევინეთ ამას და დააწინაურეთ ჟოფრე ტორენტსი
ჩემი აზრით არც პაბლო ტორე და არც ჟერარდ მარტინი არაა გასაშვები ფატი კრისტენსენი რათქმაუნდა დანარჩენი ყველა დასატოვებელია აუცილებლად იმიტომ რომ ოჯახური იდილია არ დაირღვეს გუნდში ესენი ძლიერები იმით არიან რომ ერთმანეთის გვერდიგვერდ მოდიან ბავშობიდან ეგ იგივეა ძმები რო დააშორო და ცალ ცალკე გააძრო. ასაკოვნები გაყიდონ და მათი შემცვლელები მოძებნონ შედარებით დაბალ ასაკში
ფორტი როდიდან გახდა მარცხენა მცველი, მარჯვენაა და დაცვაში ძალიან სუსტი თან. იჯარითაა გასაშვები ფორტი, გასაყიდია მარტინი, დასაწინაურებელია ლანდრი ფარე ან მოსაყვანია მარჯვვენა მცველი. ისე კასადო ბ ში ხშირად თამაშობდა მარჯვენა მცველად და რატო არ ტესტავს ფლიკი, ჩემი აზრით ცუდი არ იქნება
ფეხბურთელების სწორად გაყიდვაც უნდა ვისწავლოთ, რახან ჯიგარია და კლუბი უყვარს და ეგეთი მიზეზებით დატოვებული ტიპებით ბოლოს ძალიან ცუდად ვამთავრებთ ხოლმე