“ლივერპულის” და კიდევ რამდენიმე ინგლისური კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი რედნაპმა, “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველების, კევინ დე ბრუინის და დავიდ სილვას დუეტი ჩავის და ინიესტას შეადარა.
“დე ბრუინი და სილვა ერთმანეთს ძალიან კარგად ერგებიან, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან. დე ბრუინი დამაგვირგვინებელ ეპიზოდებში უკეთესია, მაგრამ პასები და ბურთის კონტროლი ორივეს ერთნაირად კარგად გამოსდის.
ასე რომ, ჩემი აზრით, ეს ფეხბურთელები თავიანთი თამაშით ინიესტასთან და ჩავი ერნანდესთან ძალიან ახლოს დგანან”. – განაცხადა რედნაპმა.

ხავიესტა ხელშეუხებელიაა და უდაოდ საუკეთესო დუეტიაა.. ალბათ ყველა დროისაც კი… ასე შეთამაშებული ფეხბურთელები არ არსებობენ. უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის..არც იყურებოდნენ ისე აძლევდნენ პასს. როგორც თვითონ ამბობდნენ ყოველთვის იცოდნენ სად იდგა მეორე. ვერც კლასით მივლენ ავიმდე და ინიესტამდე.. ვერც პასით.. ვერც მოედნის ხედვით.. ვერ კონტროლით და ვერაფრით. ერთადერთი რაც მეტი აქვს დებრუინს ეს არის დარტყმა.. და ამას შესანიშნავად აკეთებს. სილვა და დებრუინიი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები არიან მაგრამ ვერც ცალ ცალკე და ვერც ერთად ვერ აჯობებენ ამ ორ მოვლენას.
ხავიესტას დუეტთან ვერავნ ვერასდროს მივა. ერთი შეიძლებოდა ჯერარდი და ლამპარდი ერთ კლუბშI რო ყოფილიყვნენ მერე მოჟნა ეს ორი დუეტი <3
ახლო არა მაგრამ ესენიც ძაან მაგრები არიან