არდა თურანის აგენტმა, აჰმეთ ბულუთმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რამდენიმე კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებას და თურქი ფეხბურთელის მომავალი, სავარაუდოდ, მალე გაირკვევა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს თურანი კარიერას, მაგრამ ერთ-ერთი გუნდი, რომელსაც, სხვადასხვა წყაროების ცნობით, მისი დამატება სურდა, ტრანსფერს გამორიცხავს – ეს სტამბულის “ბეშიქთაშია”.
კლუბის პრეზიდენტი, ფიქრეთ ფორესტი ამბობს:
“გუნდის გაძლიერება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფისთვის ნამდვილად გვინდა, განსაკუთრებით კონკრეტულ 1 ან 2 პოზიციაზე. არდას პოზიციაზე კი ისედაც ბევრი ფეხბურთელი გვყავს და მის გადმობირებას არ ვეცდებით, მიუხედავად იმისა, რომ ის შესანიშნავი მოთამაშე და ერთ-ერთი საუკეთესო თურქი სპორტსმენია”.

ვინ იყიდის ამას ჩინეთში??
იქ ცოტა პოპულარული ფეხბირთელები ჭირდებათ რომ მარკეტინგს მიაწვნენ, ეს კიდე ვერც ფეხბუთს თამაშობს და მარკეტინგში ხო აბსოლიტური ნულია..
ვინმეს თუ ვაჩუქებთ ეგ არის მარტო. ფულს არ გადაიხდიან