“სელტასთან” მატჩის შემდეგ, რომელიც “ბარსელონამ” ფრედ, 2-2 ითამაშა, სერხიო ბუსკეტსმა BeIN Sports-ის ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ვფიქრობ, ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ და გამარჯვებას ვიმსახურებდით, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მოსაგებად მეტოქეზე მეტი გოლის გატანაა საჭირო, ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ, “სელტა” კი შეტევაში საკმაოდ ეფექტური იყო.
რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ მოგვეგო, თუმცა ამით არაფერი დამთავრებულა. მთავარია, შეცდომებზე ვისწავლოთ და დარჩენილი თამაშებისთვის მოვემზადოთ.” – განაცხადა ბუსკეტსმა.




ra shecdomebs swavlobt ramdeni momenti ganiavda gushin daitvale 5 10 tu 20