მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” შანსი აქვს, ლა ლიგაში მოგებათა სერია 1 წლამდე გაზარდოს

“ბარსელონას” შანსი აქვს, ლა ლიგაში მოგებათა სერია 1 წლამდე გაზარდოს

დღეს, “კამპ ნოუზე” “ბარსელონა” ვიგოს “სელტას” უმასპინძლებს. ამ შეხვედრაში კატალონიელებს დიდი შანსი ექნებათ, ლა ლიგაში 1 წლიანი საშინაო მოგებათა სერია შეინარჩუნონ. ბოლოს, “ბარსამ” “კამპ ნოუზე” ქულები 364 დღის წინ, მადრიდის “რეალთან” დაკარგა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წუთამდე “ბლაუგრანა” იმ თამაშს იგებდა, მაგრამ, სერხიო რამოსმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ, “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე 18 მატჩი ჩაატარა და ყველა მათგანი მოიგო, გაიტანა 70 გოლი და გაუშვა 13. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის მატჩებს, აქ კატალონიელებმა 5-დან 4 შეხვედრა მოიგეს, ერთი კი, ტურინის “იუვენტუსთან” ფრედ (0-0) ითამაშეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • pexnicheki123
    schedule 02 დეკ 2017, 13:55

    easy iqneba selta gadavurbent seltas