workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “ჩვენ გავაგრძელებთ გამარჯვებებს”

გვარდიოლა: “ჩვენ გავაგრძელებთ გამარჯვებებს”

მოგეხსენებათ, დღეს გაიმართება მატჩი ხიხონის “სპორტინგსა” და “ბარსელონას” შორის. მატჩის წინ ხოსეპ გვარდიოლა ჟურნალისტებს გაესაუბრა. 

“მინდა გადავუხადო დიდი მადლობა კლუბს, რადგანაც იგი მენდობა მე, ეს კონტრაქტიც ამაზე მეტყველებს. მე აქ მინიმუმ კიდევ ერთი წლით დავრჩები, რითაც უბედნიერესი ადამიანი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა ჩემმა გუნდმა უფრო და უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს”.

“გუნდი წელს ძალიან კარგ ფორმაშია, ჩვენ გავედით ფინალში “კოპაზე”, ახლა გველის მატჩი “ჩემპიონთა ლიგაზე”, “ლა ლიგაშიც” ყვეალფერი კარგად გვაქვს, მაგრამ მინდა გავაფრთხილო ფეხბურთელები, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ კიდევ და კიდევ გვმართებს გამარჯვებები, სადაც არ უნდა ვითამაშოთ”.

“რაც შეეხება კარლეს პუიოლს და მის ტრავმას, იგი ვერ ითამაშებს “სპორტინგის” წინააღმდეგ, მაგრამ მისი თამაში არ არის ჯერ გამორიცხული “არსენალთან”, ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება. ფაქტია, რომ ტრავმა იმაზე სერიოზული ყოფილა ვიდრე ჩვენ  გვეგონა. თუკი კარლესი ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება მე მას მოედანზე არ გავიყვან, ანალოგიური სიტუაციაა ხეფრენ სუარესთანაც”.

“დღევანდელი მატჩი ძალზე რთული იქნება ჩვენთვის, რადგანაც “ხიხონი” ძალიან კარგი გუნდია განსაკუთრებით გასვლაზე. არ გველის იოლი გასეირნება, საერთოდ ეს კვირა ძალზე დატვირთული იქნება ჩვენთვის, ამ მატჩის შემდეგ “ჩემპიონთა ლიგის” მატჩია და 3–4 დღეში კვლავ “ლა ლიგა”. უმძიმესი კვირა გველის, ამიტომაც კონცენტრირების მოკრეფვა მოგვიწევს თითოეულ თამაშზე”.

ეს კი ვიდეო მისი პრესკონფერენციისა: 

[media=http://www.youtube.com/watch?v=yqOfJuasQWw]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში