workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლას ”ბარსა” – მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო?

გვარდიოლას ”ბარსა” – მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო?

არის თუ არა ეს ”ბარსელონა” ყველა დროის უდიდესი კლუბი? ყოველშემთხვევაში ახლა შეგვიძლია ასე ჩავთვალოდ, რადგან მისი ყველა გულშემატკივარი ითხოვს მთელი ამ სეზონის განმავლობაში ის ფორმა შეინარჩუნონ, რომელშიც ახლა არიან. იმ აზრს, რომ გვარიოლას გუნდი 2008 წლიდან საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს ”ნოუ კამპის” ისტორიაშ ყველა ეთანხმება, მაგრამ არის ეს ფეხბურთი საუკეთესო მსოფლიოს ისტორიაში? განვიხლიოთ რამდენიმე მაგალითი.

მადრიდის ”რეალმა” შეიძლება უკვე გადაუსვა ხაზი ეაპანეთის ჩემპიონობას. ესაპენური პრესა, წერს, რომ ღირებული ჯილდოებიდან მათ მხოლოდ პიჩიჩის (ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული) მოსაგებად შეუძლიათ ბრძოლა. მათ მხოლოდ ამაში შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ ”ბარსას”.

კრისტიანო რონალდუ და ლიონელ მესი. მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელი, მათ ლა ლიგაში 24-24 გოლი აქვთ გატანილი, ხოლო მესამეზე მოდის კიდევ ერთი კატალონიელი, დავიდ ვილია, მან 14 ჯერ გაისროლა შედეგიანად. ჯერ ეს ნახეთ რა საინტერესოაა..

ლეომ 24 გოლის გატანა 19 შეხვედრაში მოახერხა და ის წინა სეზონის 34 გოლის გაუმჯობესებას და პიჩიჩის ტიტულს უმიზნებს. 34 გოლის გატნა 1996/97 წლის სეზონში მოახერხა ბრაზილიელ ფენომენმა, რონალდომ. (ეს”ბარსელონას” ფეხბურთელებისთვის რეკორდია) მესიმ ეს შედეგი გაიმეორა და წელს საფრთხის ქვეშ დააყენა. ისევე, როგორც ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული, რომელიც ბილაბოს ”ატლეტიკის” ლეგენდარულ ფორვარდს, ზარას ეკუთვნის. ზარა, რომელიც ”ეტლეტიკში” 1945-53 წლებში თამაშობდა 38 გოლი 1950/51 წლის სეზონში გაიტანა. იმავე შედეგი 1990/91 წლის სეზონში ”რეალელმა” უგო სანჩესმა აჩვენა.

ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა თუ, როგორ იზიდავს ”ბარსა” ამდენ გამარჯვებას და ტიტულს. მადრიდის ფანები კატალონიურ მედიას დასცინია, როდესაც ისინი იძახიან, რომ ეს ”ბარსელონა” მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კლუბია. ისინი მიიჩნევენ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს დისტეფანოს დროინდელი ”რეალი” თამაშობდა, გუნდმა რომელმაც 5 ჩემპიონთა თასი მოიგო. მადრიდელები მიიჩნევენ, რომ ეს თამაში იმ თამაშის განმეორებაა და არავითარი ახალი მასში არაა. ასევე იყვნენ კიდე დიდი ევროპული კლუბები, 1970 წლის ”აიაქსი” და ”ბაიერნი”, რომელთაც იმ წლებში სამჯერ მოიგეს ევროპის თასი. ამ გუნდების შემდეგ იყო ”ლივერპული” , რომელმაც 8 წელში 4-ჯერ მოიგო ევროპული ტიტული. ინგლისელების შემდეგ იყო გულიტის, ვან ბასტენის და რაიკაარდის მილანი. მათ კი ზიდანის ”იუვენტუსი” მოყვა. ასევე იყო ანჩელოტის ”მილანი” და ”რეალის” ”გალაქტიკოსი”. ყველაფერი კარგი, მაგრამ საკითხავია, გაავს ეს ”ბარსელონა” მათ თამაშს? არის მათში რამე საერთო?… ეს ყველა უდიდესი კლუბი იყო, მაგრამ ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ძნელია მათში საუკეთესო იპოვო. არის საზომი ევროპული ტიტუელები მათი ძალისა და დიდებისა? შეუძლია დრევანდელ ”ბარსას” დომინირებდეს, როგორც ესპანეთში ისევე ევროპაში? ძალიან ბევრი კითხვაა…

”ბარსამ” მოსპო მითი, თითქოს ლა ლიგა ყველაზე კარგი ლიგაა მსოფლიოში. იგი უმოწყალოდ ამარცხებს ყველას. ის თვითონ ზრდის მსოფლიო ვარსკვლავებს, რომლებიც გუნდისთვის უამრავ გოლს იტანენ და მოედანზე ჯადოქრობებს ჩადიან. მაგრამ არის გუნდი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ბიუჯეტი, მაგრამ არაფერი.. და ”რეალი”???

”ბარსა” მკვეთრად ბრწყინვალეა. ისინი მოედანზე უმარტივესად თამაშობენ, მაგრამ იგივეს გაკეთება ძალიან რთულია. კატალონიელებმა უმოწყალოდ დაამარცხეს ისეთი გიგანტები, როგორებიცაა: ”იუნაიტედი”, ”ბავარია”, ”არსენალი”, ”რეალი” და სხვა . ჩემპიონთა ლიგის უკანსკნელ ეტაპებზე ისინი ძალიან მარტივად თამაშობენ და კიდევ უფრო შორს მიიწევენ.

შარშან მათ ნახევარფინალში ”ინტერთან” წააგეს. მაგრამ მაინც არ უღალატეს თავიანთ სტილს და ბოლომდე მათი საყვარელი ფეხბურთი ითამაშეს, მიუხედავ იმასა, რომ შეეძლოთ ორ თამაშში გაეტანათ იმდენი გოლი, რამდენიც გასასვლელად საჭირო გახდებოდა.

მას შემდეგ რაც გვარდიოლმ კონტრაქტრაქტი 2012-მდე გაახანგძლივა განაცხადა, რომ ”ინტერის” თამაში, რომელიც მათ ”კაპ ნოუზე” ითამაშეს არ იყო ფეხბურთი და ის ჭადრაკის თამაშს უფრო ჰგავდა. ნამდვილად! ის იყო ჭადრაკის თამაში, რომელიც გვარდიოლამ წააგო, თუმცა წაგებაზე ყოპელთვის სწავლობო ნათქვამია და ალბათ მისი გუნდის ისწავლის, თუ როგორ უნდა ეთამაშო 10 მცველს.

სანამ ”ბარსას” შეუძლია იყოს დომინანტი მსოფლიოში, მან უნდა მოახერხოს და მოიგოს ბევრი ევროპული ტიტული, რათა ბევრს ამ ტიტულებით თავმომწონეს სალაპარაკო მოუსპოს.

ბედნიერი ყველა ”ბარსელონას” გულშემატკივარი, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას ადევნებს თვალს, თუ როგორ სათამაშოსავით ექცევა ეს ”მანქანა-მონსტრი” გუნდებს. 70%-ზე მეტი ბურთის ფლობა და დომინირება მთელი თამაშის განმავლობაში. ”ბარსა” არის გუნდი, რომელიც არ გალოდინებს გოლისთვის 20 წუთზე მეტს. მოკლედ ეს არის პლანეტის საუკეთესო კლუბი!! მაგრამ ბევრი რამ პეპ გვარდიოლაზეცაა დამოკიდებული. მან უნდა შეძლოს და სწორად გაატაროს ”ბარსა” დარჩენლ გზაზე, რომელიც მათ გასავლელი აქვთ მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალისკენ…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში