“იუვენტუსის” სპორტული დირექტორი, ჯუზეპე მაროტა ლეო მესის ახალ კონტრაქტს გამოეხმაურა.
“გამოსასყიდ თანხას, პირველ რიგში, ესპანეთში გამოიყენებენ. მე ამის წინააღმდეგი ვარ. როცა ფეხბურთელს გუნდის დატოვება სურს, ის ხელმძღვანელობის დასარწმუნებლად ყველაფერს აკეთებს. საბოლოოდ, მხარეებს შორის ნდობა ქრება.”-ამბობს მაროტა.
აღსანიშნავია, რომ ლეო მესის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 700 მილიონ ევროს შეადგენს.




მთელი კლუბი უნდა გაყიდო მოედნიანად რო ეს იყიდო
700 პესეჟე კი არა პუტინიც ვერ გადაიხდის 😀